დიმიტრი ცქიტიშვილი - შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული კანონის ცალსახად გამკაცრება განსაკუთრებულს არაფერს მოგვცემს - გვჭირდება აღსრულების ძალიან სწორი მექანიზმები

ზოგიერთი კომპანია, როგორც ჩანს ცდილობს, რომ კანონის აღსრულებას თავი აარიდოს, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი ცქიტიშვილმა შრომით პირობებთან და შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული კანონის გამკაცრება მნიშვნელოვან შედეგებს ვერ მოიტანს. დიმიტრი ცქიტიშვილის განმარტებით, ძირითადი ხარვეზები კანონის აღსრულებისას იკვეთება.

„კანონის ცალსახად გამკაცრება განსაკუთრებულს არაფერს მოგვცემს. ჩვენ საკმაოდ მაღალი სტანდარტის საკანონმდებლო პაკეტი, სამართლებრივი ბაზა გვაქვს. გვჭირდება აღსრულების ძალიან სწორი მექანიზმები, მეტი კომუნიკაცია ბიზნეს-ასოციაციებთან იმისთვის, რომ მათ ასე ვთქვათ, გაიაზრონ, თავის წევრ ორგანიზაციებს, კომპანიებს მიაწოდონ სწორი ინფორმაცია. ჩვენ გვჭირდება პერმანენტული კომუნიკაცია იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში აღმოვფხვრათ ისეთი შემთხვევები, როგორთანაც აპრილის თვეში გვქონდა საქმე. ცალსახად არ შეიძლება ვინმეს კონკრეტულად დადანაშაულება. უბრალოდ მიმაჩნია, რომ კანონის აღსრულების პროცესში გარკვეული ხარვეზებია. ზოგიერთი კომპანია კანონის მოთხოვნებს არ ასრულებს. ეს მაქსიმალურად უნდა გამოვასწოროთ, თუმცა სანქციები დღეს უკვე არსებულია. ის კომპანიები, რომლებშიც შემთხვევები მოხდა, მათ საქმიანობა შეუჩერდათ, სანამ ძირეულად არ გამოსწორდება იქ არსებული გარემო.

არის კანონის მოთხოვნები და ეს კანონი კომპანიებმა უნდა გაითვალისწინონ. ბუნებრივია, რაც არ უნდა კანონი მივიღოთ, გარკვეულწილად, დანაშაულს მთლიანად ვერ აღმოვფხვრით. მაგრამ ამ კანონის სწორად აღსრულება ყველა იმ შემთხვევაში, როცა კანონი დარღვეული იქნება, სანქცირება და თუ საჭირო იქნება საწარმოო პროცესის შეჩერება, ეს იმის გარანტი იქნება, რომ საბოლოო ჯამში, ჩვენ მივალთ იმ სტანდარტამდე, როდესაც კომპანიები მიხვდებიან, რომ წამგებიანია ადამიანის უფლებების ხარჯზე ბიზნესის კეთება", - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

ცქიტიშვილის განმარტებითვე, სექტემბრიდან შრომის ინსპექციის მანდატი ფართოვდება, რაც მისი თქმით, პრევენციული მექანიზმია.

„სექტემბრიდან იცვლება ის, რომ შრომის ინსპექციას უფრო ფართო მანდატი ეძლევა. თავისუფალი შესვლის უფლება ექნება აბსოლუტურად ნებისმიერ კომპანიაში დღის ნებისმიერ მონაკვეთში, გაუფრთხილებლად, წინასწარი შეთანხმების გარეშე. ეს ერთგვარი პრევენციული მექანიზმია. ასევე, ძალიან ფართოვდება საწარმოთა ჩამონათვალი, რომელიც მოექცევა შრომის უსაფრთხოების კანონის ქვეშ.

აქამდე ჩვენ ძალიან შეზღუდული გვქონდა მანდატი. ჯერჯერობით კანონი მოქმედებს მძიმე, საშიშ პირობებიან საწარმოებზე. აქ მთავარი რა არის. კანონი მივიღეთ, მაგრამ კანონის აღსრულებას ბოლომდე ზოგიერთი კომპანია ვერ მიყვება. ზოგიერთი კომპანია ამ კანონს არღვევს და ეს არის პრობლემა. შრომის ინსპექცია სანქცირებას ახდენს, შესვლას, ინსპექტირებას, მაგრამ 1-ელი სექტემბრიდან უფრო მეტი მანდატი ექნება.

თითოეული დასაქმებული თავის თავს უნდა გაუფრთხილდეს, მაგრამ ამ შემთხვევაში არ შეიძლება, მათ კომპანიებს ავაცილოთ პასუხისმგებლობა, თუ მათი წარმომადგენელი, შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი არ უზრუნველყოფს იმას, რომ სამუშაო ადგილზე ყველა იმ სტანდარტს ითვალისწინებდეს, რომლის გათვალისწინების ვალდებულებაც აქვს. შრომის უსაფრთხოების სპეციალისტები უნდა მეთვალყურეობდნენ, რომ თუ ვინმე არღვევს, სამუშაო პროცესიდან გამოიყვანონ და არ მისცენ საშუალება იმუშაონ იქ, სადაც ჯანმრთელობის საფრთხე არსებობს,"-განაცხადა ცქიტიშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს