2 მაისს, „ბიბლუსი გალერეაში“ ზაურ ბოლქვაძის ლექსების კრებულის პრეზენტაცია გაიმართება

2 მაისს, „ბიბლუსი გალერეაში“, პოეზიის მოყვარულებს შესაძლებლობა ექნებათ დაესწრონ ცნობილი პიანისტის, იუნესკოს მშვიდობის ელჩის ელისო ბოლქვაძის მამის, ზაურ ბოლქვაძის ლექსების კრებულის პრეზენტაციას. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ბიბლუსი გალერეადან“ აცნობეს, ღონისძიებას, რომელსაც ცნობილი პიანისტი მუსიკალურად გააფორმებს, გაუძღვებიან გურამ ოდიშარია და როინ მეტრეველი. ნიჭიერი ქართველი პოეტები მათ შორის ნიკოლოზ ტოტოღაშვილი და გვანცა გუბელაძე, წაიკითხავენ სხვადასხვა ლექსებსა და ჩანახატებს. „ზაურ ბოლქვაძის ლექსები საზოგადოებაში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. დღემდე გამოცემულია მისი 16–მდე კრებული, ქართულ, რუსულ და აფხაზურ ენებზე, ლირიკული ლექსები, იუმორისტული მინიატურები და ექსპრომტები. მას მინიჭებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო პრემიაც. რაც შეეხება ელისო ბოლქვაძეს, ის მრავალი ცნობილი საერთაშორისო კონკურსის ლაურეატია. მიღებული აქვს საქართველოს სახელმწიფო პრემია და სპეციალური პრიზი „ქართული კულტურის ამაგდარი“. 2015 წლიდან მას "იუნესკოს მშვიდობის ხელოვანის" წოდება აქვს.

კანდელაკის #7–ში მდებარე „ბიბლუსი გალერეაში“ ზაურ ბოლქვაძის ლექსების კრებულის პრეზენტაცია 2 მაისს, 19:00 საათზე გაიმართება.

ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.

იხილეთ ღონისძიების ბმული: https://www.facebook.com/events/279917142886342/

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა