ზურაბ ჭიაბერაშვილი - ევროსაბჭოში მნიშვნელოვანი საკითხი დგას, რაც დაკავშირებულია რუსეთის წევრობასთან, ევროპის საბჭომ მტკიცე პოზიცია უნდა დაიკავოს

დღეს ევროსაბჭოში ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი დგას, რაც დაკავშირებულია რუსეთის წევრობასთან - ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თვითონ ევროპის საბჭომ რუსეთთან მიმართებაში მტკიცე პოზიცია დაიკავოს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს “ევროპული საქართველოს“ წევრმა, დეპუტატმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განუცხადა.

“საქართველომ პარტნიორ ქვეყნებს ორგანიზაციის შიგნით უნდა მოუწოდოს, რომ დადგნენ იმ პრინციპებისა და ღირებულებების დასაცავად, რისთვისაც თავის დროზე ევროპის საბჭო შეიქმნა“, - აღნიშნა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს