ლილიან მორი პასკიე - მნიშვნელოვანია დემოკრატიული დიალოგის უზრუნველყოფა პარლამენტში ყველა პოლიტიკურ მხარეს შორის

ყველა პოლიტიკურ ძალას ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აწევს მხრებზე, როცა საუბარი გვაქვს, რომ პატივი უნდა ვცეთ უფლებებს და შეხედულებებს ოპოზიციური მხარეებისას, რადგანაც ისინი ხელს უწყობენ პოლიტიკური დებატების განხორციელებას, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ლილიან მორი პასკიემ საქართველოს ევროპის საბჭოში გაწევრიანების 20 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო სხდომაზე განაცხადა.

როგორც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა აღნიშნა, 20 წლის განმავლობაში საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია სხვადასხვა მიმართულებით, თუმცა, საქართველოს სჭირდება გააგრძელოს მუშაობა კანონმდებლობაზე, რომელიც ევროკავშირის სამართალთან შესაბამისობაში იქნება.

„თუ ჩვენ დავუბრუნდებით 20 წლის წინანდელ პერიოდს, ძალიან ხელშესახებ შედეგებს დავინახავთ. როცა ჩვენ ვლაპარაკობთ სასამართლო სისტემის პროგრესზე, აქაც ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადადგმული. ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ, ამ მხრივაც. როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ ინდექსზე, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ არის მოწოდებული, ეს ინდექსი ბევრს მეტყველებს საქართველოს პროგრესზე.

საქართველოს სჭირდება გააგრძელოს კანონმდებლობის შემუშავება ევროკავშირის სამართალთან შესაბამისობაში. ასევე, მნიშვნელოვანია დემოკრატიული დიალოგის უზრუნველყოფა პარლამენტში ყველა პოლიტიკურ მონაწილე მხარეს შორის იმისთვის, რომ მოხდეს საზოგადოების კონსოლიდირება, რა თქმა უნდა, იმ მხარდაჭერის მოპოვება, რომელიც საჭიროა ფართომასშტაბიანი რეფორმებისთვის.

ყველა პოლიტიკურ ძალას ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აწევს მხრებზე, როცა საუბარი გვაქვს, რომ პატივი უნდა ვცეთ უფლებებს და შეხედულებებს ოპოზიციური მხარეებისას, რადგანაც ისინი ხელს უწყობენ პოლიტიკური დებატების განხორციელებას. თუნდაც ეს შეხედულებები არ ემთხვეოდეს ერთმანეთს“, - განაცხადა ლილიან მორი პასკიემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო