ირაკლი კობახიძე - საქართველოს გზა - გახდეს ევროპული და ევროატლანტიკური სტრუქტურების წევრი, მხარდაჭერილია როგორც ხელისუფლების, ისე მთელი მოსახლეობის მიერ

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის შეფასებით, საქართველოს ევროპის საბჭოში გაწევრიანებამ ქვეყნის ევროინტეგრაციას ძლიერი სტიმული მისცა. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ საქართველოს ევროპის საბჭოში გაწევრიანების 20 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო სხდომაზე განაცხადა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ევროინტეგრაციის თვალსაზრისით 1999 წლიდან ქვეყანამ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია.

„საქართველოს მიერ არჩეული გზა - გახდეს ევროპული და ევროატლანტიკური სტრუქტურების სრულუფლებიანი წევრი, მხარდაჭერილია როგორც პარლამენტისა და ზოგადად ხელისუფლების, ისე საქართველოს მთელი მოსახლეობის მიერ. ამ თვალსაზრისით 1999 წლიდან საქართველომ შთამბეჭდავ პროგრესს მიაღწია. ევროკავშირთან გვაკავშირებს ასოცირების და თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმება; საქართველოს მოქალაქეები თავისუფლად გადაადგილდებიან შენგენის ქვეყნებში და იმედი გვაქვს, რომ ევროკავშირი ოფიციალურად აღიარებს საქართველოს ევროპულ პერსპექტივას. ასევე ნატო-ს სახელმწიფოთა ლიდერები ერთხმად აღიარებენ საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს ალიანსთან ინტეგრაციის კუთხით და ოფიციალურად ადასტურებენ, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატო-ს სრულუფლებიანი წევრი სახელმწიფო. საქართველოს გაწევრიანებამ ევროპის საბჭოში ძლიერი სტიმული მისცა ამ პროცესების დაჩქარებას და იმედი გვაქვს, რომ ჩვენი თანამშრომლობა ევროპის საბჭოსთან და სხვა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან, ევროკავშირსა და ნატოში, საქართველოს წარმტებული ინტეგრაციით დაგვირგვინდება“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა