რომან გოცირიძის განცხადებით, არასწორია ინფორმაცია, რომ შეხვედრების თაობაზე გადაწყვეტილება თავად ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა მიიღო

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე, პარლამენტის ვიცე-სპიკერ თამარ ჩუგოშვილს სუცრუესა და ოპოზიციის ფუნქციის დაკნინების მცდელობაში ადანაშაულებს. საქმე ეხება, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის საქართველოში გამართულ შეხვედრებს.

რომან გოცირიძის განცხადებით, შეხვედრების ორგანიზება ადგილობრივ დონეზე გადაწყდა და არასწორია ინფორმაცია, რომ გადაწყვეტილება თავად ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა მიიღო. ოპოზიციონერი დეპუტატის განცხადებით, აღნიშნულის მიზეზი ის არის, რომ ასამბლეას არ ჰქონდეს დეტალური ინფორმაცია, ქვეყნის შიგნით არსებულ ვითარებაზე.

„მიუხედავად ჩვენი არაერთი მოთხოვნისა, ვერ მოხერხდა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან შეხვედრა. უფრთხიან ოპოზიციის მიერ რეალური ინფორმაციის მიწოდებას“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის განმარტებით, ოპოზიციასთან ცალკე შეხვედრის გამართვა თავად ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა არ მოისურვა. დეპუტატის თქმით, დელეგაციის სურვილი იყო საქართველოში შეხვედრები მხოლოდ უმაღლესი რანგის პოლიტიკურ პირებთან გაემართათ.

„გუშინაც ვთქვი და დღესაც ვიმეორებ, რომ პირველ რიგში ეს კითხვები სტუმარს უნდა დავუსვათ და არა მე, მაგრამ გიპასუხებთ, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, მან შეხვედრები მხოლოდ უმაღლესი რანგის თანამდებობის პირებთან გამართა. ესენი არიან: პრეზიდენტი, პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე და საგარეო საქმეთა მინისტრი. დრო დაუთმო ასევე პარლამენტში სიტყვით გამოსვლას. ერთადერთი შეხვედრა ევროსაბჭოს ასამბლეის ყოფილ და მოქმედ წევრებთან ჰქონდა, რომელსაც „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები და ასევე დამოუკიდებელი დეპუტატები დაესწრნენ. რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, ისინი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში წარმოდგენილი არ არიან, შესაბამისად, ვერც დელეგაციისა და ვერც წევრების სახით შეხვედრებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ. ოპოზიციასთან ცალკე შეხვედრის გამართვა თავად სტუმარმა არ მოისურვა, ამიტომ ჩვენთან პრეტენზიებს სჯობს, თავად სტუმართან გაარკვიონ, რატომ არ აღმოჩნდა საინტერესო ეს პარტია და ეს პოლიტიკოსები სტუმრისთვის სასაუბრო“, - განაცხადა ჩუგოშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო