მამუკა ბახტაძე - 2019-2020 წლებში, 9 ათასამდე სამხედრო მოსამსახურეს და სამოქალაქო პირს გავუზრდით ხელფასს

2019-2020 წლებში, 9 ათასამდე სამხედრო მოსამსახურეს და სამოქალაქო პირს გავუზრდით ხელფასს,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მახათას მთაზე განაცხადა, სადაც სამხედრო მოსამსახურეებისთვის ბინების მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი.

პრემიერის თქმით, ბოლო 4 წლის განმავლობაში, 11 ათასზე მეტ სამხედრო და სამოქალაქო პირს შეეხო ხელფასების ზრდა.

„ნებისმიერი ერის სახელმწიფოებრივი აზროვნება განისაზღვრება იმით, თუ რა დამოკიდებულება აქვს მას თავისი ჯარის მიმართ, თავისი ჯარისკაცების მიმართ, იმ ხალხის მიმართ, რომლებიც თავიანთი სიცოცხლის და ერთგულების საფასურად იცავენ ქვეყნის თავისუფლებას, სუვერენიტეტს, მის უსაფრთხოებას. ჩვენ ვაშენებთ ჯარს, რომელიც პირველ რიგში იქნება მშვიდობის გარანტი, რომელიც აუცილებლად იქნება ყოველთვის მზად უპასუხოს ყველა სახის გამოწვევას. ძალიან ამაყი ვარ, რომ ჩვენი სამხედროები არიან მოწინავე ყველა იმ საერთაშორისო მისიაში, სადაც საქართველო მონაწილეობას და ამას მე ვისმენ უკლებლივ ყველა ჩვენი პარტნიორისგან. ისინი გაკვირვებული არიან ყოველთვის, როცა ჩვენს სამხედროებზე საუბრობენ. მადლობა ამისთვის. თქვენი ასეთი წარმატება ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იმ გზაზე, რასაც ჰქვია საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზა",- განაცხადა პრემიერმა.

მამუკა ბახტაძის თქმით, ქართველი სამხედროების წარმატება ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია.

„ძალიან ბევრი შემიძლია ვისაუბრო ჩვენი გმირი სამხედროების თავდადებაზე, მაგრამ დღევანდელი შეკრების მიზეზი სხვა რამეა. აქ ჩვენ შევიკრიბეთ იმიტომ, რომ დავაფასოთ ეს ღვაწლი. ასეთ სამხედროებს სჭირდებათ დაფასება. ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ შრომის ანაზღაურება გავუზარდეთ თავდაცვის უწყებაში დასაქმებულ 2200-ზე მეტ სამხედრო მოსამსახურეს და სამოქალაქო პირს. 2019-2020 წლებში, დამატებით 9 ათასამდე სამხედრო მოსამსახურეს და სამოქალაქო პირს გავუზრდით ხელფასს. საერთო ჯამში, ბოლო 4 წლის განმავლობაში სახელფასო ანაზღაურების ზრდა თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალებში 11 ათასზე მეტ მოქალაქეს შეეხო",- განაცხადა პრემიერმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს