მამუკა ბახტაძე სამხედროებს - თქვენ საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავთ ჩვენს ქვეყანას, თქვენი დაფასება კი, ჩვენი ვალია

თქვენ საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავთ ჩვენს ქვეყანას, თქვენი დაფასება კი, ჩვენი ვალია, - ასე მიმართა პრემიერმა მამუკა ბახტაძემ მახათას მთაზე შეკრებილ სამხედრო მოსამსახურეებს, რომელთათვისაც ბინების მშენებლობა იწყება. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს იყო დაპირება, რომელიც შესრულდა და მომავალში მსგავსი პროექტი კვლავ იქნება.

„რამდენიმე თვის წინ შეგპირდით, რომ დავიწყებდით ახალ პროგრამას ჩვენი სამხედროებისთვის, ოფიცრებისთვის , რომ გაგვეუმჯობესებინა თქვენი სოციალური მდგომარეობა. დღეს, სწორედ აქ, ჩვენ ვიწყებთ მშენებლობას ახალი უბნის ჩვენი სამხედროებისთვის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, ეს არის კიდევ ერთი გადადგმული ნაბიჯი სახელმწიფოს მხრიდან, რომ ჩვენ ვდგავართ ერთადერთ სწორ გზაზე. განსაკუთრებული სიამაყით მინდა აღვნიშნო ის, რომ უკვე 700-მდე სამხედრო მოსამსახურემ გამოთქვა სურვილი და გაწევრიანდება იმ ამხანაგობაში, რომელსაც აქ ვაშენებთ. ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია და ამას კიდევ ბევრი სხვა მოჰყვება",- განაცხადა ბახტაძემ.

მისივე თქმით, სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რომ სამხედროებს თავდადება დაუფასდეთ. "ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ყველაზე ღირსეულ შვილებს ჰქონდეთ ყველანაირი შესაძლებლობა იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი შვილი აღუზარდონ საქართველოს. აქედან გამომდინარე, გადაწყვეტილებაც ასეთია, რომ ბინების გადანაწილების კრიტერიუმები ოჯახში ბავშვების რაოდენობაზე იქნება დაფუძნებული. თქვენ საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავთ ჩვენს ქვეყანას, თქვენი დაფასება კი, ჩვენი ვალია. ეს არის მხოლოდ პირველი ნაბიჯი, ამას მოჰყვება სხვა ნაბიჯები. შემდეგი ნაბიჯები იქნება მსგავსი პროექტების გაკეთება სხვა სამხედროებისთვის, მომავალი ოფიცრებისთვის, რომელიც იქნება 2 ათასამდე ადამიანი. ჩვენი ამოცანა იქნება ის, რომ ყველა ადამიანს, რომელიც მსახურობს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ჰქონდეს რწმენა, რომ სახელმწიფო აკეთებს ყველაფერს, რათა მათ თავიანთი შრომა და თავდადება დაუფასდეთ",- განაცხადა პრემიერმა.

სამხედრო მოსამსახურეებისთვის ბინები ამხანაგობის პრინციპით აშენდება და თანხის 40%-ს სახელმწიფო დაფარავს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა