პარლამენტმა მოსამართლეების საკითხზე ეკა ბესელიას და 12 დეპუტატის მიერ ინიცირებული კანონპროექტი, პირველი მოსმენით შესაძლოა დღეს განიხილოს

პარლამენტმა ეკა ბესელიას და 12 დეპუტატის მიერ ინიცირებული კანონპროექტი, რომელიც უზენაეს სასამართლოში, მოსამართლეთა არჩევის წესსა და შერჩევის კრიტერიუმებს შეეხება, შესაძლოა დღეს განიხილოს.

როგორც ბესელიამ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, იმ შემთხვევაში, თუ მოსმენა მმართველი გუნდის ინიცირებული კანონპროექტის მესამე მოსმენამდე არ მოხდება, განხილვას აზრი დაეკარგება.

დეპუტატი იმედოვნებს, რომ პროექტის გაცნობისა და მასში არსებული პრინციპების გათვალისწინების შემთხვევაში, ირაკლი კობახიძისა და უმრავლესობის დეპუტატთა ნაწილის კანონპროექტი მეორე მოსმენაზე დაბრუნდება.

"შესაძლოა, დღეს მოხდეს ჩვენი კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა. სხვაგვარად აზრი დაეკარგება მოსმენას, თუ ის კობახიძის კანონპროექტის მესამე მოსმენამდე არ განიხილეს. თუ რაღაც ელემენტარულ ლოგიკას იცავს პარლამენტი, მაშინ პირველი მოსმენით უნდა მოხდეს ამ პრინციპების მოსმენა, რაც საერთო პოზიციაა და ის ცუდი კანონპროექტი, რასაც მესამე მოსმენა სჭირდება და მეტი აღარაფერი დარჩა, იქნებ მეორე მოსმენაზე დააბრუნონ“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა