გიგი წერეთელი ალექსანდრე ლუკაშენკოს შეხვდა

ევროპაში უსაფრთხოების და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის წევრი, გიგი წერეთელი ორდღიანი სამუშაო ვიზიტით ბელარუსის დედაქალაქში იმყოფება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარამენტიდან აცნობეს, საპარლამენტო ასამბლეასა და ბელარუსს შორის არსებული ურთიერთობები განიხილეს რესპუბლიკის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოსა და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ გიგი წერეთელს შორის გამართულ შეხვედრაზე აღინიშნა, რომ რეგიონში არსებული გამოწვევების დასაძლევად ბელარუსს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს და ამ კუთხით, განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი ჩართულობა უკრაინის კონფლიქტის მოგვარების საკითხში.

„უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების ფონზე, ბელარუსი აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო თანამეგობრობის ქმედებებში, რათა ხელი შეუწყოს მედიაციის ძალისხმევას და კონფლიქტურ ზონებში მცხოვრები მოქალაქეების ტვირთის შემსუბუქებას", - აღნიშნა გიგი წერეთელმა.

მან ასევე საქართველოს ტერიტორიების მიმდინარე ოკუპაციაზე ისაუბრა და მადლიერება გამოხატა პრეზიდენტ ლუკაშენკოს მიმართ, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს და ბელარუსს შორის ტრადიციულად პოზიტიური ურთიერთობები მიმოიხილეს და ყველა მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს გაუსვეს ხაზი.

მინსკში ვიზიტის ფარგლებში, გიგი წერეთელი ბელარუსის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს, ვლადიმირ ანდრეიჩენკოს, სენატის თავმჯდომარეს მიხაილ მიასნიკოვიჩს, ვიცე-სპიკერ ბოლესლავ პირშტუკსა და სხვა საპარლამენტო ლიდერებს შეხვდა. ასამბლეის პრეზიდენტსა და ბელარუს კანონმდებლების შეხვედრისას ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმების განხორციელების აუცილებლობასა და ამ პროცესში ეუთო-ს ინსტრუმენტების გამოყენებასა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ბელარუსის დედაქალაქში ორმხრივი შეხვედრების პარალელურად, გიგი წერეთელი "აბრეშუმის გზის " საკითხებზე გამართულ საერთაშორისო კონფერენციას დაესწრო და ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა