გიორგი შენგელია ივერიის ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძრის დღესასწაულთან დაკავშირებულ წირვას დაესწრო

ზუგდიდის ივერიის ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძრის დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო წირვა გაიმართა. წირვას "ქართული ოცნების" ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი გიორგი შენგელია დაესწრო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ფრაქცია „ქართული ოცნებიდან“ აცნობეს.

გიორგი შენგელიამ მოსახლეობას დღესასწაული მიულოცა.

"გილოცავთ ჩვენი ეპარქიის და ტაძრის მრევლს ამ მნიშვნელოვან დღესასწაულს. ჩვენი ტაძარი სამების შემდეგ ახალაშენებულ ტაძრებს შორის სიდიდით მეორე ადგილზეა. მიხარია, რომ ტაძრის მშენებლობა დასრულდება და ფონდი "ქართუ" მის სამშენებლო სამუშაოებს დააფინანსებს“, - განაცხადა გიორგი შენგელიამ.

მათივე ინფორმაციით, სადღესასწაულო წირვა ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ აღავლინა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია