ბრიტანეთის „ლეიბორისტული პარტია“ Brexit-თან დაკავშირებით მეორე რეფერენდუმის მოთხოვნაზე პოზიციის ჩამოსაყალიბებლად შეხვედრას მართავს

ბრიტანეთის „ლეიბორისტული პარტია“ Brexit-თან დაკავშირებით მეორე რეფერენდუმის მოთხოვნის თაობაზე პოზიციის ჩამოსაყალიბებლად შეხვედრას მართავს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

ამავე წყაროზე დაყრდნობით, ცნობილი ხდება, რომ გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირიდან დაგვიანებული გასვლის გამო, „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი ჯერემი კორბინი ზეწოლის ქვეშ იმყოფება პარტიის წევრებისა და კანონმდებლების მხრიდან. მან ან მხარი უნდა დაუჭიროს მეორე რეფერენდუმის ჩატარებას ან დათანხმდეს Brexit-ის ამ დროისთვის არსებულ შეთანხმებას.

დღემდე გაკეთებული განცხადებების თანახმად, იკვეთება პოზიცია, რომ პარტია მეორე რეფერენდუმს იმ შემთხვევაში გაუწევს პოპულარიზებას, თუ ბრიტანეთი ევროკავშირის შეთანხმების გარეშე დატოვების საფრთხის წინაშე დადგება.

როგორც Reuters წერს, ტერეზა მეის შეთანხმება სამჯერ უარყო ბრიტანეთის პარლამენტმა, რაც კონსერვატორების ლიდერს აიძულებს „ლეიბორისტულ პარტიასთან“ მოლაპარაკებები გამართოს და მიაღწიოს შეთანხმებას, რათა გაერთიანებულ სამეფოს ევროკავშირის არჩევნებში მონაწილეობა ააცილოს თავიდან.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო