ლევან გოგიჩაიშვილი - ერთმმართველობა, როცა შეგიძლია ერთი ხელით ეროვნული ბანკი, სასამართლო, პროკურატურა და ყველაფერი დანარჩენი მართო, არ უნდა შედგეს

ჩვენი მოვალეობაა, ამ მოწვევის პარლამენტმა გააკეთოს ყველაფერი, რომ სასამართლომ შეძლოს მინიმუმ ერთი მეოთხედი საუკუნის განმავლობაში უზრუნველყოს თავისუფალი მართლმსაჯულება და იყოს დამოუკიდებელი ყველა სახელისუფლებო შტოს კონტროლისგან, - ამის შესახებ დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

როგორც გოგიჩაიშვილმა აღნიშნა, ქვეყანაში ერთმმართველობა არ უნდა შედგეს, რისთვისაც ყველაფერს გააკეთებს.

„ის, რაც დღეს საქართველოში ხდება არის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი. მგონი, ამ პროცესს თავისი შედეგები ექნება, თუ როგორ დამთავრდება, ამაზე იქნება დამოკიდებული. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ერთმმართველობა ამ ქვეყანაში არ შედგეს. ჩემი დემოკრატი კოლეგების გასაგონად ვამბობ, ერთმმართველობაში ვგულისხმობ, როდესაც შეგიძლია ერთი ხელით ეროვნული ბანკიც მართო, მონიტორინგის სამსახურიც მართო, სასამართლოც მართო, პროკურატურაც მართო და ყველაფერი დანარჩენი, რისი მართვაც შეიძლება და რაც არის ხელისუფლების ნაწილი. ამისთვის, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ამ ქვეყანაში ერთმმართველობამ ფეხი ვერ მოიკიდოს. ერთმმართველობა და ხელისუფლების კონცენტრაცია ყოველთვის მთავრდებოდა ჩვენი საზოგადოების და ჩვენი ხალხის საზიანოდ. ამიტომ ჩვენი მოვალეობაა, ამ მოწვევის პარლამენტმა გააკეთოს ყველაფერი, რომ სასამართლომ შეძლოს მინიმუმ ერთი მეოთხედი საუკუნის განმავლობაში უზრუნველყოს თავისუფალი მართლმსაჯულება და იყოს დამოუკიდებელი ყველა სახელისუფლებო შტოს კონტროლისგან. დღეს გვაქვს ძალიან მძიმე მოცემულობა“, - განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

ლევან გოგიჩაიშვილმა კანონპროექტის მხარდაჭერისას დეპუტატების პასუხისმგებლობის საკითხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას იმედი აქვს, პარლამენტარები იქნებიან პასუხისმგებლობით განმსჭვალულები საკუთარი მოსახლეობის, მოქალაქეების მიმართ და არა კონკრეტული ადამიანის მიმართ ლოიალობის დემონსტრირების მიმართ.

„ვხვდები, რომ ბევრ ადამიანს არ გააჩნია რესურსი, რომ პარტიის თავმჯდომარის წინააღმდეგ წავიდეს, იმ ადამიანის ნების, რომელსაც ბუნებრივია, დიდი დამსახურება აქვს ამ ქვეყნის წინაშე იმ მოცემულობაში, როდესაც რეჟიმის გასტუმრება იყო. მაგრამ ის, რომ ახლა ჩავაბაროთ ერთ ადამიანს სასამართლო, ეს არ გამოვა. სახელმწიფო ინტერესები და ეროვნული ინტერესები უფრო მაღლა არის, ვიდრე ერთი ადამიანის მიმართ ლოიალობა, ან თუნდაც პატივისცემა. ამიტომ გადაწყვეტილების მიღების დროს, დიდი იმედი მაქვს, ადამიანები იქნებიან პასუხისმგებლობით განმსჭვალულები საკუთარი მოსახლეობის, მოქალაქეების მიმართ და არა კონკრეტული ადამიანის მიმართ ლოიალობის დემონსტრირების. დღეს არის დრო ამ მოწვევის დაძლევით პარლამენტმა შეძლოს სასამართლოს რეალურ თავისუფლებას ჩაუყაროს საფუძველი. რეალური თავისუფლება არის სწორი მაღალი რეპუტაციის, სუფთა წარსულის მქონე თავისუფალი ადამიანების არჩევა უზენაეს სასამართლოში მოსამართლეებად და შემდგომ ის პროცესი, რომელიც უნდა დამთავრდეს მახინჯი იუსტიციის საბჭოს დემონტაჟით. დღეს ჩვენ სიმახინჯეს გვაპარებენ სილამაზედ და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ რეალურად გაიმარჯვოს სასამართლოს მომავალმა, რეალურად გაიმარჯვოს ადამიანის უფლებებმა ამ ქვეყანაში“, - განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო