ზვიად კვაჭანტირაძე - მალე მოხდება ის, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო გააკონტროლებს ყველაფერს

მალე მოხდება ის, რომ სწორედ იუსტიციის უმაღლესი საბჭო გააკონტროლებს ყველაფერს საქართველოში: საარჩევნო სიებსაც ისინი შეადგენენ, პრეზიდენტსაც ისინი დანიშნავენ, პრემიერ-მინისტრსაც და აღარ ვლაპარაკობ უკვე უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატებზე, - ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დამოუკიდებელმა დეპუტატმა ზვიად კვაჭანტირაძემ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, დღეს პარლამენტში ვითარებას იუსტიციის უმაღლესი საბჭო აკონტროლებს და ამის დასტური არის ის, რომ ეკა ბესელიასა და მისი თანამოაზრეების მიერ მომზადებული კანონპროექტის განხილვას უმრავლესობის დეპუტატები არ ესწრებიან.

„ის, რაც ხდება დღეს დარბაზში, უკვე არის მანიშნებელი, რომ სიტუაციას პარლამენტში აკონტროლებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. სწორედ მათი ნებაა, რომ დღეს ძირითადი უმრავლესობა არ ისმენს ამ კანონპროექტის განხილვას.

იმ კანონპროექტის მიღებით, რომელსაც უმრავლესობა აპირებს მესამე მოსმენით, საქართველოში ძალიან სერიოზული ძვრები იწყება - ეს არის სიმართლე. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ხელში არაოფიციალურად მალე განუსაზღვრელი ძალაუფლება გადავა. მალე მოხდება ის, რომ სწორედ იუსტიციის უმაღლესი საბჭო გააკონტროლებს ყველაფერს საქართველოში: საარჩევნო სიებსაც ისინი შეადგენენ, პრეზიდენტსაც ისინი დანიშნავენ, პრემიერ-მინისტრსაც და აღარ ვლაპარაკობ უკვე უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატებზე. თუ თითო-თითო კაცი შემოგვთავაზეს თითო ვაკანსიაზე და საქართველოს პარლამენტს არჩევანის შესაძლებლობა აღარ დაუტოვეს, გამოდის, რომ ისინი დანიშნავენ და აირჩევენ უზენაესი სასამართლოს წევრებსაც, რადგან ჩვენ არჩევანის საშუალებას არ გვიტოვებენ“,-განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა