2 მაისს  სტომატოლოგთა მე-4 სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია გაიმართება

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაციისა და კომპანია New Line Dental-ის ორგანიზებით, 2 მაისს იმართება სტომატოლოგთა მე-4 სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია: "რეციპროკაციის ფილოსოფია და ახალი რეციპროკული სისტემის - R-Pilot-ის შესაძლებლობები და ეფექტურობა, პირველადი და განმეორებითი ენდოდონტია, არხთა ობტურაცია".

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტიდან აცნობეს, ლექციას ამერიკისა და ევროპის ენდოდონტიის ასოციაციის წევრი, ფერარას უნივერსიტეტის ენდოდონტიის დეპარტამენტის პროფესორი და დიდი პრაქტიკული გამოცდილების მქონე ექიმი, ენრიკო კასაი (იტალია)კითხულობს.

„უკვე მეოთხე წელია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს, სტუდენტებს, რეზიდენტებს, პრაქტიკოს სტომატოლოგებთან ერთად საშუალება ეძლევათ მოისმინონ მსოფლიოს სახელგანთქმული სპიკერების ლექცია ენდოდონტიაში. პროფესორ ენრიკო კასაის ხედვა ოდონტოლოგიის ამ ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებაში ემთხვევა სტომატოლოგიაში იტალიური სკოლის Stile Italiano-ს კონცეფციას.

მოხარულნი ვართ, რომ პროფესორების ნიკოლა გრანდეს, ჟან-ლუკა პლოტინოს და ლეანდრო პერეირას შემდეგ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს საშუალება ეძლევა უმასპინძლოს ენდოდონტიაში ფერარას უნივერსიტეტის თვალსაჩინო წარმომადგენელს, პროფესორ ენრიკო კასაის,“ - ნათქვამია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო