გიორგი კანდელაკი - ლევან მურუსიძე პოლიტიკურ დებატებში შემოდის, პოლიტიკოსივით იქცევა, არღვევს კანონმდებლობას და  მოსამართლეთა ქცევის ეთიკის ნორმებს

ბატონი მურუსიძე ახლა პოლიტიკურ დებატებში შემოდის, რითაც პოლიტიკოსივით იქცევა, არღვევს კანონმდებლობას და მოსამართლეთა ქცევის ეთიკის ნორმებს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიორგი კანდელაკმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

გიორგი კანდელაკის თქმით, 2012 წელს ქვეყანაში სასამართლო სისტემას შანსი ჰქონდა უზარმაზარი ნაბიჯი გადაედგა წინ, თუმცა „ქართული ოცნების“ წყალობით ქართულმა სახელმწიფომ დიდი ნაბიჯი გადადგა უკან.

„ყველას ახსოვს, რა იყო სასამართლო შევარდნაძის ხელისუფლების პირობებში - ეს იყო ორგანიზებული დანაშაულებრივი სისტემის ნაწილი და კორუმპირებული სისტემა, სადაც მექრთამეობა ყვაოდა. „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ სისტემა გაიწმინდა, მაგრამ სამწუხაროდ ვერ გახდა სასამართლო დამოუკიდებელი და ვერ ჩამოყალიბდა დამოუკიდებლობის ტრადიცია. ეს იყო „ვარდების რევოლუციის“ მთავრობის ყველაზე დიდი შეცდომა.

2012 წელს ქვეყნისთვის შესაძლებლობა იყო, რომ წინ უზარმაზარი ნაბიჯი გადამდგარიყო, მაგრამ სამწუხაროდ, საქართველომ ნაბიჯის წინ გადადგმის ნაცვლად ბიძინა ივანიშვილის, „ქართული ოცნების“ წყალობით გადადგა ძალიან დიდი ნაბიჯი უკან. სასამართლო არათუ ვერ გახდა დამოუკიდებელი, არამედ შემოიპარა კორუფციის ნიშნებიც და სასამართლო აღმოჩნდა „კლანის“ ხელში, რომლის ოდიოზური ლიდერებიც საზოგადოებისთვის უკვე ძალიან კარგად არიან ცნობილი. ბატონი მურუსიძე ახლა პოლიტიკურ დებატებში შემოდის, რითაც პოლიტიკოსივით იქცევა და რითაც არღვევს როგორც კანონმდებლობას, ასევე მოსამართლეთა ქცევის ეთიკის ნორმებს“,-განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო