გორში 1 მაისს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი რეგიონალურ შეხვედრებს განაგრძობს. კომიტეტის მორიგი სხდომა ხვალ, 1 მაისს, შიდა ქართლის რეგიონში, გორში გაიმართება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ეროვნული ბანკიდან აცნობეს.

გავრცელებული ინფორმაციით, კომიტეტის დასრულების შემდეგ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი მედიის წარმომადგენლებისთვის პრესკონფერენციას გამართავს და მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებას დეტალურად გააცნობს.

ამასთან, დაგეგმილია შეხვედრები შიდა ქართლის რეგიონის ადგილობრივი ბიზნესისა და საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებთან. ასევე, კობა გვენეტაძე გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს ეწვევა და ბიზნესისა და ეკონომიკის ფაკულტეტის სტუდენტებს მაკროეკონომიკური მიმოხილვას გააცნობს და მათ შეკითხვებსაც უპასუხებს.

„ეროვნული ბანკი განაგრძობს მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის რეგიონებში გამართვას. ვფიქრობთ, კომუნიკაციის ამგვარი ფორმა, ხელს შეუწყობს რეგიონების ბიზნესწრეების წარმომადგენლებისთვის სწორი მოლოდინების ჩამოყალიბებას. მათ ჩვენგან ზუსტი ინფორმაცია ექნებათ მიმდინარე მაკროეკონომიკური ტენდენციების შესახებ“, - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.

ცნობისთვის, ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომების საქართველოს რეგიონებში გამართვა 2017 წლიდან დაიწყო. შეხვედრები უკვე გაიმართა, იმერეთში, კახეთში, სამეგრელოში, აჭარასა და ქვემო ქართლში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს