საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის თანაორგანიზებით, ქუთაისში საერთაშორისო ბიზნეს-ფორუმი გაიმართება

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის თანაორგანიზებით, ქუთაისში 3-4 მაისს, პირველი საერთაშორისო ბიზნეს-ფორუმი - ,,ოქროს საწმისის ძიებაში“ - გაიმართება. ღონისძიება ორ დღეს გაგრძელდება და მისი მიზანი, ქუთაისისა და იმერეთის რეგიონის ეკონომიკური პოტენციალის წარმოჩენა და საერთაშორისო ასპარეზზე მისი პოზიციონირებაა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ბიზნეს-ფორუმის გახსნისას, მონაწილეებს სიტყვით მიმართავს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი. ღონისძიებას დაესწრებიან სამთავრობო უწყებების, საერთაშორისო ორგანიზაციების, საელჩოების, დონორი ორგანიზაციების, ადგილობრივი და უცხოური კომპანიების წარმომადგენლები.

ბიზნეს-ფორუმის მონაწილეებს საშუალება ექნებათ დაესწრონ პლენარულ სხდომებს, მათი ინტერესების სფეროების შესაბამისად. დისკუსიები და პრეზენტაციები გაიმართება ტურიზმის, ინოვაციური ბიზნესის, სამედიცინო-რეკრეაციული ბიზნესის და სხვა მიმართულებებით. ღონისძიების ფარგლებში, იგეგმება იმერეთის რეგიონში მდებარე საწარმოების დათვალიერებაც. ბიზნეს-ფორუმს, ყოველწლიური დაჯილდოვების ცერემონიალი ,,წლის ბიზნესი 2019“ დაასრულებს.

ღონისძიების მხარდამჭერები არიან: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, „აწარმოე საქართველოში“, USAID კარგი მმართველობის ინიციატივა, ევროკავშირის ინიციატივა „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“, პოლონეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა