პრეზიდენტმა თავდაცვის ძალების 8 წარმომადგენელს გენერალ-ლეიტენანტის, გენერალ-მაიორისა და გენერლის წოდებები მიანიჭა

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს თავდაცვის ძალების 8 წარმომადგენელს გენერალ-ლეიტენანტის, გენერალ-მაიორისა და გენერლის წოდებები მიანიჭა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, პრეზიდენტის განკარგულებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების მეთაურის პირველ მოადგილეს, პოლკოვნიკ ნიკოლოზ ჯანჯღავას მიენიჭა ბრიგადის გენერლის უმაღლესი სამხედრო წოდება; საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ ჩაჩიბაიას გენერალ-ლეიტენანტის უმაღლესი სამხედრო წოდება; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეს - გენერალური შტაბის უფროსს, ბრიგადის გენერალს ზაზა ჩხაიძეს გენერალ-მაიორის უმაღლესი სამხედრო წოდება;

ამასთან პრეზიდენტის განკარგულებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეს, ბრიგადის გენერალს შალვა ჯაბახიძეს გენერალ-მაიორის უმაღლესი სამხედრო წოდება; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის J-3 ოპერატიული დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსს, პოლკოვნიკ ირაკლი ძნელაძეს ბრიგადის გენერლის უმაღლესი სამხედრო წოდება; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსს, თავდაცვის პოლკოვნიკს აბესალომ მანჯავიძეს თავდაცვის გენერალ-მაიორის უმაღლესი სპეციალური წოდება; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორს, პოლკოვნიკ მალხაზ მაკარაძეს ბრიგადის გენერლის უმაღლესი სამხედრო წოდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდალს, პოლკოვნიკ ალექსანდრე კიკნაძეს ბრიგადის გენერლის უმაღლესი სამხედრო წოდება მიენიჭა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს