პარლამენტის თავმჯდომარე ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის მმართველ დირექტორს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის მმართველ დირექტორს ტომას მაიერ ჰარტინგს შეხვდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, მხარეებმა საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობისა და ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის პროცესის შესახებ იმსჯელეს.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, დასავლურ ოჯახში დაბრუნება საქართველოს ისტორიულ-ღირებულებითი არჩევანია. ამასთან, მისივე თქმით, ევროინტეგრაციის პროცესში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები, უპირველესად, ჩვენი ქვეყნის განვითარებასა და მოსახლეობის კეთილდღეობის გაზრდას ემსახურება.

შეხვედრაზე მხარეებმა აგრეთვე ისაუბრეს ეუთო/ოდირის რეკომენდაციებზე. ირაკლი კობახიძემ გამოხატა ქართული მხარის მზაობა, რომ აღნიშნული რეკომენდაციები მაქსიმალურად იქნას გათვალისწინებული.

ირაკლი კობახიძემ და ტომას მაიერ ჰარტინგმა ასევე განიხილეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევასთან დაკავშირებული კანონპროექტი და ვენეციის კომისიის რეკომენდაციები. ირაკლი კობახიძემ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის მმართველ დირექტორს კანონპროექტის არსი გააცნო და განაცხადა, რომ მომზადებული კანონპროექტი სრულ შესაბამისობაშია საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებთან.

პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირის წინაშე საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებებისადმი ქართული მხარის ერთგულება და მზადყოფნა ევროკავშირთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო