გია ხუხაშვილი - ხელისუფლებაში უსაფრთხოების საბჭოს მდივნობის ყველაზე შესაფერისი ფიგურა გახარიაა, რადგან სხვებისგან განსხვავებით, ის გარკვეულ სტანდარტებს მაინც აკმაყოფილებს

სამწუხაროდ, უნდა ითქვას, რომ უსაფრთხოების საბჭოს კომპენტეცია ძალიან შეიზღუდა და მხოლოდ აღმასრულებელი ხელისუფლების ფარგლებში ჩაჯდა,-ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნად შს მინისტრის გიორგი გახარიას დანიშვნის კომენტირებისას განაცხადა.

ამასთან ხუხაშვილი ფიქრობს, რომ დღეს აღმასრულებელ ხელისუფლებაში აღნიშნულ პოსტზე ყველაზე შესაფერისი კანდიდატურა სწორედ გიორგი გახარიაა.

„ვფიქრობ, რომ ხელისუფლებაში უსაფრთხოების საბჭოს მდივნობის ყველაზე შესაფერისი ფიგურა გახარიაა, რადგან სხვებისგან განსხვავებით, გარკვეულ სტანდარტებს მაინც აკმაყოფილებს. სხვა საკითხია, რომ ამ საბჭომ მიიღო უცნაური ფორმა, რადგან ასეთი საბჭოს იდეა არის კრიზისულ ვითარებაში ხელისუფლების სხვადასხვა შტოების კოორდინაცია და ერთობლივი გადაწყვეტილებების მიღება. სამწუხაროდ უნდა ითქვას, რომ მისი (უსაფრთხოების საბჭოს) კომპენტეცია ძალიან შეიზღუდა და მხოლოდ აღმასრულებელი ხელისფლების ფარგლებში ჩაჯდა“,-აცხადებს გია ხუხაშვილი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო