ზვიად კვაჭანტირაძე - 2016 თუ 2017 წელს „ფეისბუქში“ მეც მოვიწონე ტრამპის ინიციატივა და უმრავლესობის წევრებმა კომკავშირული გარჩევა მომიწყვეს

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ზვიად კვაჭანტირაძე მიიჩნევს, რომ პრეზიდენტ ტრამპის პოსტის გადატვიტვას მოყოლილი აჟიოტაჟი უფრო მეტ უხერხულობას ქმნის, ვიდრე ის ფაქტი, რომ საქართველოს პრეზიდენტის გვერდზე ტრამპის პოსტი გაზიარდა, რომელიც ჯო ბაიდენს ეხებოდა.

როგორც „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ კვაჭანტირაძემ აღნიშნა, ყველას, მათ შორის პრეზიდენტსაც, აქვს უფლება ჰქონდეს თავისი მოსაზრება ჯო ბაიდენსა თუ პრეზიდენტ ტრამპზე.

„მე თვითონ მქონდა დაახლოებით მსგავსი ისტორია 2016 თუ 2017 წელს, როდესაც ტრამპმა გაჟღერა თავისი იდეა, იმის თაობაზე, რომ ამერიკის ამოცანაა იერუსალიმში გადაიტანოს თავისი საელჩო. მე მაშინ ჩემი დამოკიდებულებიდან გამომდინარე ებრაელი ხალხისა და ქვეყნის მიმართ, ერთ-ერთი ჩემი მეგობრის „ფეისბუქის“ პოსტი, რომელსაც უფრო მეტი მოტივაცია ჰქონდა, რომ გაეზიარებინა დონალდ ტრამპის აზრი მოვიწონე და ამ ინიციატივას მივესალმე, თუმცა იქვე დავწერე, რომ საქართველომ კარგად უნდა აწონ-დაწონოს და მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, თუ ეს ტენდენცია შეიქმნება საელჩოების გადატანის, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის იქნება ამ მომენტში სწორი. მე სირცხვილის კორიდორი კინაღამ მომიწყვეს უმრავლესობის წევრებმა, იმ ადამიანებმა, რომლებიც თითქოსდა ყველგან ამტკიცებენ იმას, რომ ამერიკის ერთგული მეგობრები არიან. მომიწყვეს კომკავშირული გარჩევა - შეიკრიბნენ, დამსვეს მე და ერთი ჩემი კოლეგა, რომლის ვინაობას არ დავასახელებ, მაგიდის თავში და დამიწყეს გაკიცხვა, იმის გამო, რომ მე მხარი დავუჭირე პრეზიდენტ ტრამპის ინიციატივას. შევეკითხე კიდეც მაშინ - მე თქვენგან ვიცავ ამერიკის პრეზიდენტს? დღეს ეს შეკითხვა უკუღმა ტრიალებდა ხოლმე სხვადასხვა ეთერებში“, - განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.

დეპუტატი მიიჩნევს, რომ არასწორია პრეზიდენტ ტრამპის ტვიტის გაზიარებაზე თავის მართლება.

„იმის გამო თავის მართლება, რომ პრეზიდენტ ტრამპის ტვიტი გააზიარე, მგონი უფრო არასწორია, ვიდრე ის, გაიზიარო თუ არა მისი პოზიცია ჯო ბაიდენთან დაკავშირებით. ნებისმიერ ადამიანს აქვს ამ თემის ირგვლივ აზრის გამოთქმის საშუალება, მათ შორის პრეზიდენტსაც. ჩემი აზრით, სალომე ზურაბიშვილსაც აქვს ამის უფლება, მაგრამ რაც მერე მოყვა ამ დროებით გადატვიტერებულ ინფორმაციას, მე მგონი ცოტა მეტ უხერხულობას ქმნიდა ჩემთვის, როგორც იმ ქვეყნის მოქალაქისთვის, რომლის პრეზიდენტის ტვიტზეც იყო ლაპარაკი“, - აღნიშნა კვაჭანტირაძემ.

იხილეთ ვიდეო

ვიქტორ ყიფიანი - შავი ზღვის რეგიონისადმი დასავლეთის მიდგომა ოპერატიულად გადახედვასა და მისადაგებას საჭიროებს
ქართული პრესის მიმოხილვა 03.07.2020
კახა კუკავა - „თავისუფალი საქართველოს“ გარდა, მთელი პოლიტიკური სპექტრი დაშლილებში აწყობილი პარტიებია - ზოგი „ქოცების“ დაშლილებია, ზოგი „ნაცების“
ყაზახეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში - ყაზახეთის მიღწევა: პირველი პრეზიდენტის ნ. ნაზარბაევის როლზე (R)
თიბისი იპოთეკური სესხების სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამაში ერთვება
როგორ ვლინდება ლაქტოზის აუტანლობა და რით შეგვიძლია ჩავანაცვლოთ ცხოველური რძე ბავშვთა კვებაში?
მაკა ასათიანი განცხადებას ავრცელებს
„მზადება ზაფხულისთვის“  (R)
"პროკრედიტ ბანკმა" საკუთარი მზის ელექტროსადგური წარადგინა