მაიკ პომპეო - ნიკოლას მადურო ვენესუელადან კუბაში გასაქცევად მზად არის

ვენესუელას ოპოზიციის ლიდერი ხუან გუაიდო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მხარდამჭერებს, გამოვიდნენ ქუჩებში და პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს გადადგომა მოითხოვონ.

გუშინდელ მასობრივ საპროტესტო გამოსვლებზე შეტაკებები მოხდა. პოლიციამ ცრემლსადენი აირი გამოიყენა. აქციებზე გამოჩნდა სამხედრო მანქანებიც. ხუან გუაიდოს განცხადებით, ეს მადუროს წინააღმდეგ ბრძოლის ფინალური ეტაპია. ამასობაში, აშშ-ის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ნიკოლას მადურო მზად არის გაექცეს არეულობას და კუბაში გადავიდეს.

"ის მზად იყო გასამგზავრებლად, როგორც ჩვენ გავიგეთ, თუმცა რუსეთმა მიუთითა, რომ დარჩენილიყო", - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა, თუმცა სხვა დეტალებზე არ უსაუბრია.

შეგახსენებთ, ხუან გუაიდომ რამდენიმე თვის წინ თავი ვენესუელას დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა. იგი აღიარა ვაშინგტონმა და კიდევ ათობით ქვეყანამ.

იხილეთ ვიდეო: აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ინფორმაციით, ვენესუელის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო კუბაში გასაქცევად მზად არის

სტეპან გრიგორიანი - სომხურმა შენაერთებმა ის სამი სიმაღლე დაიკავეს, რომელსაც ადრე აზერბაიჯანი აკონტროლებდა
რასიმ მუსაბეკოვი - როცა მოლაპარაკებები არანაირ შედეგს  არ იძლევა, ასეთი ვითარება მხოლოდ ომის განახლებით შეიძლება დასრულდეს, ამაში ეჭვი არავის არ უნდა ეპარებოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2020
ზაზა ფირალიშვილი - არ ჩანს დიდი იდეა, არ ჩანან პოლიტიკური აქტორები, რომლებიც თავისი გადამდები ენთუზიაზმით და ენერგიით „აამოძრავებდნენ“ საზოგადოებას
HOUSE.GE - ახალი პლატფორმა მშენებარე და ახალაშენებული ბინებისთვის
"გალფში" საზაფხულო გათამაშება დაიწყო
WWW.TIME.GE – საათებისა და სამკაულების ახალი ინტერნეტ მაღაზია
ჰიუნდაი ავტო საქართველომ სონატას ახალი მე-8 თაობის მოდელი წარადგინა
სასტუმრო „ბილტმორ თბილისის“ სპა ცენტრი განახლებული შეთავაზებებით ჩვეულ რეჟიმს უბრუნდება