შრომის უსაფრთხოებისა და შრომითი უფლებების დაცვის თემაზე პარლამენტში სპეციალური მოსმენა მიმდინარეობს

შრომის უსაფრთხოებისა და შრომითი უფლებების დაცვის თემაზე პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში სპეციალური მოსმენა მიმდინარეობს.

საკომიტეტო შეხვედრა მედიისთვის დახურულია. როგორც შეხვედრის დაწყების წინ კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, კანონმდებლობის გამკაცრების მიუხედავად, სამუშაო ადგილებზე ადამიანები კვლავ იღუპებიან და შეხვედრის მიზანია იმის გაანალიზება, თუ სად არის ხარვეზი.

„ასეთი სამწუხარო შედეგები რომ თავიდან ავიცილოთ, აუცილებელია ვისაუბროთ ხარვეზებზე, რომელიც ჩვენი მხრიდან სასწრაფო რეაგირებას საჭიროებს. ხარვეზების დროულად აღმოფხვრა არის მთავარი მიზანი, რათა სამუშაო ადგილებზე ადამიანები აღარ დაიღუპონ“, - განაცხადა სოფო კილაძემ.

კომიტეტის დახურულ სხდომაზე ანგარიშით წარსდგებიან ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაია, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძე და თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის უფროსი გიორგი ბაგრატიონი. მოსმენაზე ასევე მოწვეული არიან პროფკავშირების, ბიზნესასოციაციების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

შრომის უსაფრთხოების შესახებ ახალი კანონი 2019 წლის მარტში ამოქმედდა, სრული დატვირთვით კი ძალაში სექტემბრიდან შევა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა