ანჯელის მასივებში „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურები მონტაჟდება

აბაშის მუნიციპალიტეტში, კერძოდ, ანჯელის მასივებში „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურების დამონტაჟება მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათი ცნობით, სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები სპეციალურ ხაფანგებს მასივების პერიმეტრზე ამონტაჟებენ. აღნიშნული სადგურების მეშვეობით ტყისა და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ბუფერულ ზონაში მოხდება გამოსული მავნებლის ლოკალიზება და განადგურება იმისათვის, რომ ფაროსანა სასოფლო-სამეურნეო კულტურებზე არ გავრცელდეს.

„მოსაზიდი ხაფანგები ხელს შეუწყობს მავნებლის იდენტიფიცირებას და გავრცელების არეალის დადგენას. მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებები შედეგების მიხედვით დაიგეგმება.

ადგილობრივი ფერმერები აღნიშნავენ, რომ ფაროსანას წინააღმდეგ გატარებულმა ღონისძიებებმა შარშან კარგი შედეგი გამოიღო, რაც დადებითად აისახა მათ მოსავალზე, მიმდინარე წელს კი მასშტაბური ღონისძიებების მეშვეობით უკეთეს შედეგს ელოდებიან.

ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ, გაიარონ SMS რეგისტრაცია საკოორდინაციო მართვის ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე - parosana.ge და მოკლე ტექსტური შეტყობინების მეშვეობით მიიღონ დეტალური ინფორმაცია ღონისძიებების დაწყებისა და განხორციელების ვადებზე. მოქმედებს ასევე სამინისტროს ცხელი ხაზი: 15-01“, - აღნიშნულია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა