ფოთში, სასაფლაოების მოსაწყობად, მიწის ნაკვეთის უკანონო რეალიზაციის ფაქტზე ერთი პირი ამხილეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, ქონების მესაკუთრის ქონებრივი დაზიანების, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლებისა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, მხილებულია ერთი პირი. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ სოციალური სტატუსის მქონე საწარმოს ფუნქციონირებისათვის, სახელმწიფოს მიერ, ერთ-ერთ არასამეწარმეო არაკომერციულ იურიდიულ პირს უზურფრუქტის წესით გადაეცა ქალაქ ფოთში მდებარე 4 406 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. მიუხედავად მიწის ნაკვეთის გადაცემის კონკრეტული მიზნობრიობისა, ბრალდებულმა, სამსახურებრივი მდგომარეობისა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების გზით, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, სასაფლაოების მოსაწყობად, მოახდინა 2 226 კვ.მ მიწის ნაკვეთის უკანონო რეალიზაცია სხვადასხვა ფიზიკურ პირზე, რითაც, სახელმწიფოს მიაყენა 122 466 ლარის მატერიალური ზიანი.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე, 180-ე მუხლების მესამე ნაწილებით და 220-ე მუხლით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით“, - აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს