ნიკა მელია და ზაზა პაპუაშვილი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

პარლამენტში დეპუტატები ნიკა მელია და ზაზა პაპუაშვილი ერთმანეთს ფიზიკურად და სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

ფიზიკური დაპირისპირების შესახებ ჟურნალისტებთან ინფორმაციას თავად ზაზა პაპუაშვილი ადასტურებს და აცხადებს, რომ შემთხვევა პარლამენტის ეზოში მოხდა.

დეპუტატები ერთმანეთს პროვოკაციის მოწყობაში ადანაშაულებენ, თუმცა არც ერთი მათგანი კონკრეტულ მიზეზზე, რასაც ჯერ სიტყვიერი და მერე ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა, არ საუბრობენ. სიტუაცია ადგილზე დაცვის სამსახურმა განმუხტა. ამ წუთებში დეპუტატები სხდომათა დარბაზში იმყოფებიან.

იხილეთ ვიდეო

ვაჟა ბერიძე - პოლიტიკა მთავარის, არსებითის და არაარსებითის გამიჯვნის გარეშე არ არსებობს, ამიტომაა აქ აუცილებელი გონიერი და გამოცდილი ადამიანების არსებობა, რაც სადღეისოდ ასე არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„სოკარი“ სამხრეთ კავკასიაში პირველ სრულად ელექტრო დამტენ სადგურს ხსნის
„სილქ როუდ ჯგუფს“ საქართველოში დევიდ ჩიპერფილდის არქიტექტორული ბიურო შემოჰყავს
BSP-მ საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტის პარტნიორად Honeywell-ი შეარჩია