თბილისის 10-ვე რაიონში სოფლებიდან ჩამოტანილი პროდუქციის რეალიზებისთვის სპეციალური ადგილები გამოიყოფა

თბილისის 10-ვე რაიონში სოფლებიდან ჩამოტანილი პროდუქციის რეალიზებისთვის სპეციალური ადგილები გამოიყოფა. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც კალაძემ აღნიშნა, მოსახლეობისთვის სპეციალურად მოწყობილი დახლებით სარგებლობა უფასო იქნება.

„განცხადება გავაკეთე და გამგებლებს მოვუწოდე, რომ გამოეყოთ ტერიტორიები სოფლებიდან ჩამოტანილი პროდუქციის რეალიზებისთვის. ჩვენ გვყავს ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც ქუჩაში დგას, რაც აკრძალულია და კანონით დაუშვებელია და ცდილობს, რომ ის პროდუქტები, რაც სოფელში მოყავთ და ჩამოაქვთ, გაყიდონ. ჩვენ გვინდა ამ ადამიანება ხელი შევუწყოთ და 10-ვე რაიონში იქნება გამოყოფილი კონკრეტული ლოკაციები, სადაც კვირაში 2-3 დღეს ამ ადამიანებს სპეციალურ დახლებზე შეეძლებათ პროდუქციის გაყიდვა. რამდენიმე დღეში ტენდერი გამოცხადდება დახლების დამზადებაზე და მივუთითებთ კონკრეტულ ადგილებს, სადაც ამ ადამიანებს ექნებათ შესაძლებლობა ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე მივიდნენ, განთავსდნენ და თავიანთი პროდუქტების რეალიზება განახორციელონ. ეს არის ხელშეწყობა და თანადგომა იმისთვის, რომ ამ ადამიანებმა კარგად გაიგონ, რომ არის ადგილები, სადაც კატეგორიულად მიუღებელია, არ შეიძლება, ქუჩაში პროდუქციის რეალიზება. ეს ყველაფერი უნდა დავარეგულიროთ, მოვაწესრიგოთ, მაგრამ პარალელურად ხელი შევუწყოთ ამ ადამიანებს",- განაცხადა კალაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო