კრწანისის ტყე-პარკში იშვიათი ფრინველი "კოლხური ხოხობი" ბუნებაში გაუშვეს

ბიომრავალფეროვნების აღდგენის პროგრამის ფარგლებში, კრწანისის ტყე-პარკის ტერიტორიაზე ადგილობრივი იშვიათი ფრინველის "კოლხური ხოხობის" ბუნებაში გაშვება განხორციელდა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და მოწვეული სტუმრები.

ლევან დავითაშვილმა ბიომრავალფეროვნების დაცვის პროგრამის ფარგლებში ველური ბუნების სააგენტოს ძირითად ფუნქციებზე გაამახვილა ყურადღება.

"ჩვენი მთავრობის მიერ პრიორიტეტად გამოცხადებული "მწვანე ეკონომიკის" სტრატეგიის ფარგლებში აქ დაფუძნდება სააგენტო, რონელიც ქვეყნის მასშტაბით ბიომრავალფეროვნების აღდგენის მიმართულებით უმთავრეს აღდგენით ღონისძიებებს განახორციელებს. ასევე, კრწანისი ტყე-პარკში განთავსდება სამინისტროს ორი სააგენტო - "გარემოსდაცვითი განათლებისა და ინფორმაციის ცენტრი" და "ველური ბუნების ეროვნული სააგენტო", - აღნიშნა მინისტრმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს