ზაზა პაპუაშვილი - ნიკა მელიამ რაც მისაღები იყო მიიღო და კიდევ მიიღებს უზრდელობის და უტაქტობის გამო

რაც მისაღები იყო მიიღო და კიდევ მიიღებს ამ უზრდელობის და უტაქტობის გამო, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დეპუტატმა ზაზა პაპუაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერ ნიკა მელიასთან სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების საკითხზე საუბრისას განუცხადა.

პაპუაშვილის თქმით, დეპუტატებს შორის დაპირისპირება იმის გამო მოხდა, რომ ნიკა მელიას საარჩევნოდ „თემების აწევა უნდა“.

„მაგის საკრიტიკებელი ვინ არის. რაც არის და ვინც არის ნიკა მელია, მიკროფონთან საუბარი რად გინდათ, ქცევით არ იცით? გამოიწვია ის, რომ ეს მომხდარიყო - მიკროფონები და კამერა.

რაც მისაღები იყო მიიღო და კიდევ მიიღებს ამ უზრდელობის და უტაქტობის გამო. არჩევნები ახლოვდება და თემების აწევა უნდა, - განაცხადა პაპუაშვილმა.

პარლამენტში დეპუტატები ნიკა მელია და ზაზა პაპუაშვილი ერთმანეთს ფიზიკურად და სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. შემთხვევა პარლამენტის ეზოში მოხდა.

იხილეთ ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა