თბილისში სტუდენტური ფესტივალი ჩატარდება

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, 7-დან 16 მაისის ჩათვლით, დედაქალაქში სტუდენტური ფესტივალი ჩატარდება, რომელშიც მონაწილეობას, მთელი საქართველოს მასშტაბით არსებული 36 უნივერსიტეტის სტუდენტი მიიღებენ.

კახა კალაძის თქმით, ეს სტუდენტური ზეიმი 10 დღეს გასტანს.

„7-დან 16 მაისის ჩათვლით დედაქალაქში ჩატარდება სტუდენტური ფესტივალი. მთელი საქართველოს მასშტაბით არსებული უნივერსიტეტები მიიღებენ მონაწილეობას, სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოვლენ სრუდენტები. ფესტივალისთვის დიღომში მდებარე ოლიმპიური პარკია გამოყოფილი, სადაც მოეწყობა სტუდენტური სივრცე, რომელიც უმასპინძლებს მონაწილე უნივერსიტეტების სპორტულ გუნდებს და შემოქმედებით ჯგუფებს. ეს იქნება 10- დღიანი სტუდენტური ზეიმი, რომელშიც მონაწილეობას იღებს 36 უნივერსიტეტი და ზოგადად ასეთი პროექტების განხორციელება მისასალმებელია. მინდა, მადლობა გადავუხადო ცენტრალურ ხელისუფლებას, განსაკუთრებით პრემიერ-მინისტრს, რომ არა მათი მხარდაჭერა, ვერ მოხერხდებოდა ამ პროექტის განხორციელება. საკმაოდ საინტერესო ღონისძიება იქნება", - განაცხადა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო