მთავრობის ადმინისტრაციაში ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პირველი სხდომა მიმდინარეობს

მთავრობის ადმინისტრაციაში ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პირველი სხდომა მიმდინარეობს. სხდომას პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ხელმძღვანელობს. როგორც ცნობილია, საბჭოს მდივნად ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია პრემიერმა უკვე დანიშნა.

ეროვნული უსაფრთხოების საბჭო 8-წევრიან სათათბირო ორგანოს წარმოადგენს, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს. საბჭოს მუდმივი წევრები: არიან შინაგან საქმეთა, თავდაცვის, საგარეო საქმეთა და ფინანსთა მინისტრები, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურების ხელმძღვანელები და თავდაცვის ძალების მეთაური. საბჭო აღჭურვილია სტრატეგიულ დონეზე ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვის და კოორდინაციის მანდატით.

საბჭოს სხდომაზე იმყოფება პრეზიდენტის კონსულტანტი საკანონმდებლო ორგანოსთან ურთიერთობის საკითხებში, გიორგი მსხილაძე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო