გიორგი გახარია -  ეროვნული უსაფრთხოების საბჭო იქნება ძირითადი მაკოორდინირებელი ორგანო ყველა იმ უწყების, რომელიც ჩართულია ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში

ეროვნული უსაფრთხოების საბჭო იქნება სათათბირო ორგანო, რომელმაც უნდა უზრუნველყოს პრემიერის სრული ინფორმირება ქვეყნის უსაფრთხოების თემებთან დაკავშირებით, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა გიორგი გახარიამ საბჭოს პირველი სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი განმარტებით, დღევანდელი შეხვედრა ტექნიკური ხასიათის იყო.

„მოგეხსენებათ, რომ ახალი კანონი სულ ახლახანს იყო მიღებული და დამტკიცებული პარლამენტის მიერ. სამწუხაროდ, საპატიო მიზეზების გამო ვერ გვესწრებოდა საბჭოს ორი მუდმივი წევრი.

პრემიერისგან მივიღეთ დავალებები. მე საბჭოს წევრებს გავაცანი უსაფრთხოების ეროვნული საბჭოს სტრუქტურა როგორ წარმოგვიდგენია. უახლოეს მომავალში საბჭო ამოქმედდება. მოგეხსენებათ, რომ საბჭო იქნება ძირითადი მაკოორდინირებელი ორგანო ყველა იმ უწყების, რომელიც ჩართულია ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისივე ინფორმაციით, მომდევნო შეხვედრა ერთ თვეში გაიმართება.

ეროვნული უსაფრთხოების საბჭო 8-წევრიან სათათბირო ორგანოს წარმოადგენს, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს. საბჭოს მუდმივი წევრები: არიან შინაგან საქმეთა, თავდაცვის, საგარეო საქმეთა და ფინანსთა მინისტრები, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურების ხელმძღვანელები და თავდაცვის ძალების მეთაური. საბჭო აღჭურვილია სტრატეგიულ დონეზე ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვის და კოორდინაციის მანდატით.

იხილეთ ვიდეო

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო