მამუკა ხაზარაძე - მთავრობასა და ბანკებთან მოლაპარაკებები ჭიანურდება, თუ პროცესი ნელი ტემპით გაგრძელდა, არ არის გამორიცხული ვადის გახანგრძლივება ვითხოვოთ

მთავრობასა და საფინანსო ინსტიტუტებთან მოლაპარაკებები ჭიანურდება, - ამის შესახებ „თიბისი ჯგუფის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ანაკლიის პორტის მთავარი კონტრაქტორი უკვე ამ კვირაში გახდება ცნობილი.

„მოლაპარაკება მთავრობას და საფინანსო ინსტიტუტებს შორის ძალიან ჭიანურდება, რაც ძალიან სამწუხარო ფაქტია, რადგან ვადა 15 ივნისამდე გვაქვს. თუ ეს პროცესი ასეთი ნელი ტემპით გაგრძელდა, არ არის გამორიცხული ვადის გახანგრძლივება ვითხოვოთ. აპრილში მხოლოდ 2 წერილი გაიცვალა მთავრობას და ბანკს შორის. იმედი მაქვს, ახლა მაინც აქტიურად დაიწყება მოლაპარაკებები“, - განაცხადა ხაზარაძე.

კითხვაზე, თუ რა მიზეზით გადაიდო მოლაპარაკებები, ხაზარაძემ პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა. „თუმცა პროცესში ისეთი ინსტიტუტები არიან ჩართულები, რომ წესით სახელმწიფოს არ უნდა გაუჭირდეს მათთან მოლაპარაკება“.

იხილეთ ვიდეო

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს