ემზარ კვიციანი უმრავლესობას - ისე ნუ გააკეთებთ, რომ მთელი საქართველო აგიჯანყდეთ და ვარდების და ცოცხების რევოლუცია ქვების რევოლუციით დასრულდეს

ისე ნუ გააკეთებთ, რომ მთელი საქართველო აგიჯანყდეთ და ვარდების და ცოცხების რევოლუცია ქვების რევოლუციით დასრულდეს,- ასე მიმართა „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა ემზარ კვიციანმა საპარლამენტო უმრავლესობას პლენარულ სხდომაზე.

მისი თქმით, 5 წელია სამართალს ვერ მიაღწია იმიტომ, რომ „მურუსიძის კლანით არის შევსებული სასამართლოები“.

„ნუ გააკეთებთ ისე, როგორც პანკისში მოხდა, როცა ხეობის აჯანყება გამოიწვიეთ ბოლოს. ნუ გააკეთებთ ისე, რომ მთელი საქართველო აგიჯანყდეთ და ვარდების და ცოცხების რევოლუცია ქვების რევოლუციით დასრულდეს ბოლოს“,- აღნიშნა კვიციანმა.

პარლამენტი პლენარულ სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებით უმრავლესობის საკანონმდებლო პაკეტის განხილვა მიმდინარეობს. “საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში დაგეგმილი ცვლილებები და მისგან გამომდინარე პროექტები სესიაზე მესამე მოსმენით გადის, რითაც განხილვის პროცესი დასრულდება.

კანონპროექტით რეგულირდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შერჩევის პროცედურა, დგინდება მოსამართლეთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შერჩეული კანდიდატების პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენის პროცედურა.

კანონპროექტის თავდაპირველი ვარიანტი დაკორექტირდა და მასში ვენეციის კომისიის რამდენიმე რეკომენდაცია აისახა. კორექტირებულ ვარიანტში აისახა ვენეციის კომისიის რეკომენდაცია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთათვის საკვალიფიკაციო გამოცდის გაუქმების თაობაზე. ასევე ჩაიწერა, რომ თუკი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატია, იგი კანდიდატების შეფასებისა და ხმის მიცემის უფლებით პროცედურის არც ერთ ეტაპზე არ სარგებლობს, აგრეთვე არ არის უფლებამოსილი კითხვით მიმართოს კანდიდატებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მათი მოსმენისას არც ერთ ეტაპზე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო