დეპუტატები გია ჟორჟოლიანი და ბექა ნაცვლიშვილი 1 მაისის უქმე დღედ გამოცხადებას ითხოვენ

დეპუტატები გია ჟორჟოლიანი და ბექა ნაცვლიშვილი 1 მაისის უქმე დღედ გამოცხადებას ითხოვენ. როგორც „ინტერპრესნიუსს" დეპუტატმა გია ჟორჟოლიანმა განუცხადა, აღნიშნულთან დაკავშირებით, დღეს მათ კანონპროექტი პარლამენტს წარუდგინეს. მისივე განცხადებით, პირველ მაისს დასვენება, შრომითი უფლებების საერთაშორისო დღეს უკავშირდება. დეპუტატის თქმით, თუ სახელმწიფოს დეკლარირებული აქვს ევროპული პოლიტიკა, ის უნდა იქცეოდეს ისე, როგორც სხვა ევროპული სახელმწიფოები.

ბექა ნაცვლიშვილთან ერთად შევიტანე კანონპროექტი, რომ 1 მაისი გამოცხადდეს უქმე დღედ. თუ გინდა ევროპა და ვართ ევროპული ქვეყანა, მოვიქცეთ ისე, როგორც იქცევიან ევროპაში. პირველი მაისი არის დასვენების დღე, ასე იქცევა ევროკავშირი, აღიარებს ამ დღეს. ეს დღე მინდა მივულოცო როგორც მშრომელებს, ასევე განსაკუთრებით მათ, ვისაც შრომა უნდა და არ აქვთ ამის შესაძლებლობა, ასეთი ჩვენს ქვეყანაში ბევრია", - აღნიშნა გია ჟორჟოლიანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა