ირაკლი აბესაძე უმრავლესობას - დასასმელია კითხვა - „ქართული ოცნების“ პირობებში ვინ ვისი ზეწოლის ქვეშ არის, მოსამართლეები - თქვენი თუ თქვენ - მოსამართლეების?

დასასმელია კითხვა - „ქართული ოცნების“ პირობებში ვინ ვისი ზეწოლის ქვეშ არის, მოსამართლეები - თქვენი თუ თქვენ - მოსამართლეების? - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ირაკლი აბესაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მესამე მოსმენით „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს განიხილავენ.

როგორც აბესაძემ აღნიშნა, უმრავლესობის წევრების ნაწილი, ივანიშვილის ხელით, „კლანის“ მხრიდან პოლიტიკური ზეწოლის ქვეშ არის, რომელთანაც ეს „კლანია“ გარიგებული.

„თქვენ მართლა ფიქრობთ, რომ პოლიტიკურ ზეწოლას ახდენს „კლანზე“ ვიღაც? ეს მართლა მიამიტური დამოკიდებულებაა. პირიქით, ბევრი თქვენი კოლეგა, რომელსაც ნამდვილად არ ეხატება გულზე ეს პროცესი, არის სწორედ „კლანის“ მხრიდან პოლიტიკური ზეწოლის ქვეშ ივანიშვილის ხელით, რომელთანაც გარიგებულია „კლანი“, რომლისგანაც მოდის დავალებები, რომ მათ სურთ ასეთი კანონი და თქვენ ახლა იღებთ ზუსტად ისეთ კანონს, რომელიც მათ სჭირდებათ. ამიტომ დასასმელია კითხვა - „ქართული ოცნების“ პირობებში ვინ ვისი ზეწოლის ქვეშ არის, მოსამართლეები - თქვენი თუ თქვენ - მოსამართლეების? ამიტომ ამაზე კარგად დაფიქრდით, სანამ ღილაკს მიაჭერთ თითს“, - განაცხადა აბესაძემ.

დეპუტატი დაინტერესდა ვის მოტყუებას ცდილობს „ქართული ოცნება“, როდესაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევისას მრავალეტაპიან პროცესზე საუბრობს.

„საოცარ კომენტარებს ვისმენთ თქვენგან მიღებულ კანონპროექტთან დაკავშირებით. იმიტომ, რომ გაუგებარია, თქვენ გინდათ, რომ საკუთარი თავი და თქვენი კოლეგები დააჯეროთ თუ საზოგადოება მოატყუოთ? რომელ მრავალეტაპიან პროცესზე საუბრობთ, პროცესი, რომელიც მთავრდება ფარული კენჭისყრით, რომლის შედეგების დასაბუთების ვალდებულება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს არ აქვთ, რა აზრი აქვს წინ რა უსწრებს? თუ საბოლოოდ იუსტიციის საბჭოს წევრს შეუძლია თქვას, რომ ბოდიში, მაგრამ ფეხებზე მკიდია ვიღაცის პროფესიონალიზმი და კეთილსინდისიერება და მინდა ავირჩიო ეს ადამიანი იმიტომ, რომ ჩემი მეგობარი და კლანის წევრია და ეს ფარული უნდა დარჩეს, ამის დასაბუთებას არავინ თხოვს, რა აზრი აქვს, წინ რამხელა პროცედურას დაურთავთ ამას? ამით გინდათ საზოგადოება მოატყუოთ? თქვენ პროცესს ამთავრებთ ზუსტად ასე იუსტიციის საბჭოში. ერთ 5 წუთში ამოტრიალებული ფურცელი შემოვა პარლამენტში თუ ორი თვის შემდეგ შემოვა, თუ საბოლოო გადაწყვეტილება უნდა იყოს მხოლოდ ვიწრო კლანურ-სუბიექტურ ინტერესებზე დამყარებული, დაუსაბუთებელი და ფარული, ამას აზრი არ აქვს“, - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა