გიგა ბოკერია უმრავლესობას - გუშინ, ბატონი მურუსიძე იყო თქვენი სპიკერი

ეს ჯგუფი უტიფრად იღებს მონაწილეობას პოლიტიკურ დებატებში თქვენი სახელით. გუშინ, ბატონი მურუსიძე იყო თქვენი სპიკერი, - ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარეს და უმრავლესობის წევრებს „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგა ბოკერიამ პლენარულ სხდომაზე.

დეპუტატის შეფასებით, საზოგადოებისთვის სილის გაწვნაა, როცა მსგავსი მოსამართლეების წინა ხაზზე გამოყვანა ხდება პარტიის მიერ.

„ეს ყველაფერი კეთდება ერთი ჯგუფისთვის, რომელიც არის თქვენი ლიდერის ბიძინა ივანიშვილის კონტროლის ქვეშ. ეს ჯგუფი უტიფრად პოლიტიკურ დებატებში იღებს მონაწილეობას თქვენი სახელით. გუშინ, ბატონი მურუსიძე იყო თქვენი სპიკერი და თქვენივე წევრების არაფორმალური აღშფოთება გამოიწვია, რადგან ეს არის პოლიტიკური უტიფრობის მწვერვალი. ამ კანონის ასე მიღება, ამ მოსამართლეების, პირდაპირ გამოყვანა წინა ფრონტზე, როგორც ივანიშვილის გუნდის და „ქართული ოცნების“ სპიკერების, სილის გაწვნაა საზოგადოებისთვის,“,- განაცხადა ბოკერიამ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა