„ჰუალინგ ჯგუფი“, რომელსაც ეკონომიკის სამინისტროს ყოფილ ტერიტორიაზე სასტუმრო უნდა აეშენებინა, ყოველდღიურად 500-500 ლარით ჯარიმდება

„ჰუალინგ ჯგუფი“, რომელსაც ეკონომიკის სამინისტროს ყოფილი შენობის ტერიტორიაზე სასტუმრო უნდა აეშენებინა, საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის 5 500 ლარით დაჯარიმდა. გარდა ამისა, როგორც „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, კომპანიას ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ჯარიმის სახით, დამატებით 500 ლარი ეწერება.

„იმის გათვალისწინებით, რომ 2012 წლის 31 დეკემბრის შემდეგ ჩატარებული აუქციონის პირობის ცვლილებასა და მისი დარღვევისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს პატიების შესაძლებლობას სახელმწიფო ქონების შესახებ საქართველოს კანონი არ ითვალისწინებს, კომპანია ვალდებული იქნება გადაიხადოს ვალდებულების შესრულების თარიღამდე დარიცხული პირგასამტეხლო, -განმარტავენ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში.

სააგენტოს ინფორმაციით , „ჰუალინგ ჯგუფს“ კვლავ არ აქვს სამშენებლო ნებართვა, კომპანიას თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურში წარდგენილი აქვს სასტუმროს ესკიზი, რომელიც მოწონებულია, თუმცა მშენებლობის ნებართვა ამ ეტაპზე არ არის გაცემული.

თავის მხრივ, მერიის არქიტექტურის სამსახურში „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებენ, რომ ამჟამად პროექტის შეთანხმების პროცესი მიმდინაროებს, რის შემდეგაც შესაძლებელი იქნება სამშენებლო ნებართვის გაცემა.

„ამ ეტაპზე ესკიზი შეთანხმებულია და პროექტის შეთანხმების თაობაზე განცხადების განხილვა მიმდინარეობს. 5 აპრილს „ჰუალინგ ჯგუფმა“ შემოიტანა პროექტი, რომელიც სამსახურმა განიხილა და გარკვეული ხარვეზების გამოსწორების რეკომენდაცია მისცა კომპანიას. ამის შემდეგ კომპანიის მხრიდან მომართვა აღარ ყოფილა. პროექტის დამტკიცების შემდეგ მოხდება სამშენებლო ნებართვის გაცემა,“- აცხადებენ მერიის არქიტექტურის სამსახურში.

იმის გასარკვევად, თუ რატომ ვერ მოახერხა „ჰუალინგ ჯგუფმა“ საინვესტიციო ვალდებულებების შესრულება „ინტერპრესნიუსი“ თავად კომპანიასაც დაუკავშირდა, თუმცა „ჰუალინგში“ კომენტარის გაკეთება არ ისურვეს.

შეგახსენებთ, რომ პროგრამა „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში ჭანტურიას N12-ში მდებარე შენობა, რომელშიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო იყო განთავსებული, 2015 წლის 26 ივნისს 9 მილიონ 450 ათას აშშ დოლარად გაიყიდა.

„ჰუალინგ ჯგუფს“ საინვესტიციო ვალდებულებების მიხედვით, ეკონომიკის სამინისტროს ყოფილი შენობის ტერიტორიაზე არანაკლებ 100-ნომრიანი სასტუმრო უნდა აეშენებინა, მშენებლობის ვალდებულება კი 2019 წლის 21 აპრილამდე ჰქონდა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს