პარლამენტმა მოსამართლეების არჩევის წესზე  ეკა ბესელიას კანონპროექტი ჩააგდო

პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესზე დეპუტატ ეკა ბესელიასა და მისი 12 კოლეგის საკანონმდებლო პაკეტი ჩააგდო.

“საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილების პროექტს და თანმდევ კანონპროექტებს კენჭი პირველი მოსმენით უყარეს. მას მხოლოდ 29 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, პარლამენტის რვა წევრმა კი პროექტის წინააღმდეგ მისცა ხმა.

ამ შედეგით დეპუტატ ეკა ბესელიას საკანონმდებლო პაკეტი ჩავარდა.

პარლამენტის დამოუკიდებელმა წევრმა ეკა ბესელიამ საკანონმდებლო პაკეტი პირველი მოსმენით გუშინდელ პლენარულ სხდომაზე წარადგინა.

ბესელიას შეფასებით, კანონპროექტში პრინციპების დონეზე გაზიარებულია ის რეკომენდაციები, რაც ვენეციის კომისიას, ეუთოს/ოდირს და საერთაშორისო პარტნიორებს ჰქონდათ.

მომხსენებელმა აღნიშნა, რომ წარმოდგენილი კანონპროექტით, უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა არჩევისთვის შემოთავაზებულია ღია და გახსნილი კონკურსი, ყოველგვარი ბარიერების გარეშე. ასევე, კანონპროექტის მთავარი პრინციპი არის ის, რომ პარლამენტმა უნდა მიიღოს მოსამართლეობის კანდიდატების გრძელი სია, ხოლო სიის მიღების შემდეგ, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში განხილვის ხანგრძლივი პროცესი დაიწყება.

დღესვე, პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებით უმრავლესობის საკანონმდებლო პაკეტი მესამე მოსმენით დაამტკიცა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა