ირაკლი კობახიძე გიგა ბოკერიას - ორწუთიან გამოსვლაში რამდენიმე ფაქტობრივი შეცდომა დაუშვით - ჩვენ არსად გვითქვამს, რომ ყველაფერი გავიზიარეთ

ორწუთიან გამოსვლაში რამდენიმე ფაქტობრივი შეცდომა დაუშვით. ჩვენ არსად გვითქვამს, რომ ყველაფერი გავიზიარეთ, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „ევროპული საქართველოს“ წევრ გიგა ბოკერიას პლენარულ სხდომაზე.

„ორწუთიან გამოსვლაში დაუშვით რამდენიმე ფაქტობრივი შეცდომა, რაც ექვემდებარება მტკიცებულებით დადასტურებას. სიღრმეში არ მინდა შესვლა. რაც შეეხება რეკომენდაციების გათვალისწინებას, სწორად ბრძანეთ, ეს არის ჩვენი სუვერენული უფლება. რეკომენდაცია თუ ეხება სამართლის პრინციპებთან წინააღმდეგობას, რა თქმა უნდა, სავალდებულოა ის ჩვენთვის გასათვალისწინებლად, თუმცა არსად არც ვენეციის კომისიას, არც „ოდირს“ არ უთქვამს, რომ რომელიმე ნორმა ამ კანონპროექტში ეწინააღმდეგება სამართლის პრინციპებს - არსად ასეთი რამ არ წერია. რაც შეეხება მიზანშეწონილობის კუთხით რეკომენდაციებს, შეიძლება სხვადასხვა ექსპერტებს ჰქონდათ სხვადასხვა მოსაზრებები და კონკრეტული მაგალითიც მოგიყვანეთ. ჩვენ არსად გვითქვამს, რომ ყველაფერი გავიზიარეთ. „თითქმის ყველაფერი“ და „ყველაფერი“ ერთი და იგივე არ არის“, - მიმართა კობახიძემ ბოკერიას.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს