ეკა ბესელია - „ქართულმა ოცნებამ" კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა წარსულისკენ, ეს იყო "ოცნების" ოცნებების საკუთარი ხელით დამარხვა

პროცესმა აჩვენა, რომ "ქართული ოცნება", როგორც "ნაციონალური მოძრაობა" წარსული პოლიტიკური ძალაა, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ მოსამართლეების შესახებ კანონპროექტზე კენჭისყრის პროცედურის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ეკა ბესელიას განცხადებით, მათი სამოქმედო გეგმა უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი და აღნიშნავს, რომ მმართველმა პარტიამ, „ოცნება“ საკუთარი ხელით დამარხა.

„ქართულმა ოცნებამ" კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა წარსულისკენ. ეს იყო "ოცნების" ოცნებების საკუთარი ხელით დამარხვა, კიდევ ერთი გამოუყენებელი შანსი. ჩვენი შემდეგი ნაბიჯი მალე გახდება ცნობილი, რადგან პროცესმა აჩვენა, რომ "ქართული ოცნება", როგორც "ნაციონალური მოძრაობა" წარსული პოლიტიკური ძალაა", - აღნიშნა ეკა ბესელიამ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს