„ვივა-მედში“ ვეტერანებს უფასო სამედიცინო კვლევები ჩაუტარდებათ

3 მაისს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და ა(ა)იპ "ქართული ოცნება-ჯანმრთელი მომავლის“ ორგანიზებით, მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრ „ვივა-მედში“, თბილისში მცხოვრები ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის, უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდება.

როგორც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურიდან აცნობეს, ბენეფიციარებს მომსახურებას გაუწევენ კვალიფიციური თერაპევტი, ნევროლოგი, მამოლოგი, კარდიოლოგი, ენდოკრინოლოგი, ოფთალმოლოგი, გინეკოლოგი, ზოგადი ქირურგი, უროლოგი, ანგიოლოგი.

მათივე ცნობით, უფასოდ ჩაუტარდებათ რენდგენოლოგიური (ექიმის დანიშნულებით) გამოკვლევა, ექოსკოპია, ელექტროკარდიოგრამა, „დოპლერი“, ასევე, TSH და PSA კვლევები. ბენეფიციარების მიღება იწარმოებს 10:00 საათიდან, დავით აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კილომეტრზე.

ცნობისთვის, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და ა(ა)იპ " ქართული ოცნება - ჯანმრთელ მომავალს" შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, მიმდინარე წლის 25 იანვარს გაფორმდა და 2019 წლის 31 დეკემბრამდე იმოქმედებს. მემორანდუმი მიზნად ისახავს, ვეტერანებისთვის სათანადო ცხოვრების პირობების შექმნის უზრუნველყოფას და მათი სოციალური და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობას.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა