რუსეთის საგარეო უწყება უარყოფს ინფორმაციას, რომ მადუროს ვენესუელას დატოვება რუსეთმა გადააფიქრებინა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო უარყოფს ინფორმაციას, რომ მადუროს ვენესუელას დატოვება რუსეთმა გადააფიქრებინა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული გამოცემა „კომერსანტი“ ავრცელებს.

სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ამერიკის მთავრობა ყალბი ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა.

„ვაშინგტონმა მთელი თავისი ძალებით სცადა ვენესუელას არმიის დემორალიზება და ახლა ყალბ ინფორმაციას ავრცელებს“, - განაცხადა ზახაროვამ.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ CNN-თან საუბარში განაცხადა, რომ მადურო ქვეყნის დატოვებას აპირებდა, როდესაც რუსეთის ოფიციალურმა პირმა მას ეს გადაწყვეტილება შეაცვლევინა.

„ის მზად იყო გასამგზავრებლად, როგორც ჩვენ გავიგეთ, თუმცა რუსეთმა მიუთითა, რომ დარჩენილიყო", - განაცხადა მაიკ პომპეომ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს