Tbilisi Hills Golf & Residences-მა გოლფის ცნობადობის ასამაღლებლად, თბილისში კამპანია დაიწყო

Tbilisi Hills Golf & Residences -ის აბსტრაქტული და სიურეალისტური კოლაჟებით აწყობილი სარეკლამო ბანერები ცოტა ხნის წინ ქალაქში გამოჩნდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ Tbilisi Hills Golf & Residences -დან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ცნობადობის ასამაღლებელ ამ კამპანიაში გოლფის თემა მოულოდნელ, არაბანალურ სიტუაციებში თამაშდება.

Tbilisi Hills Golf & Residences მარკეტინგის განყოფილების უფროსის ელენა რუზგისის განცხადებით, Tbilisi Hills Golf & Residences უნიკალური ადგილია საქართველოში, რადგან აქ წარმოუდგენელი ბუნება, სუფთა ჰაერი და სპორტული მოედნებია.

„ჩვენი კონკურენტები არიან მოდური რესტორნები და კლუბები და არა სპორტული აქტივობების ცენტრები. გოლფთან დაკავშირებით ბევრი სტერეოტიპი არსებობს: რომ ეს პენსიონერებისთვის განკუთვნილი, მოსაწყენი და ერთფეროვანი სპორტია. აქედან გამომდინარე, სარეკლამო კამპანიაში ჩვენი შთაგონება იყო ახალგაზრდული სულისკვეთება, ენერგია, სიმტკიცე და სიმარტივე, ფინანსური კეთილდღეობისა და სიმსუბუქის განცდა, თავდაჯერებულობა. სარეკლამო კამპანიის მთავარი შთაგონება თვითირონიაა, რომელიც, როგორც იცით, მხოლოდ ძლიერი და საკუთარ თავში დარწმუნებული ადამიანების თვისებაა. ჩვენს პროდუქტში – მშენებლობისა და გოლფის მოედნის ხარისხში აბსოლუტურად დარწმუნებულები ვართ, სწორედ ამიტომ ამ თემაზე ხუმრობას არ ვერიდებით“, - განაცხადა რუზგისმა.

მისი თქმით, Tbilisi Hills Golf & Residences კრეატიული სარეკლამო კამპანიით ცდილობს, ქალაქის ქუჩებში შეამჩნიონ.

„ცნობადობის ამაღლებას ვგეგმავთ სოციალური ქსელების მხარდაჭერითაც. ადამიანები დაიწყებენ გოლფისადმი სწორი განწყობის ჩამოყალიბებას, ამ კამპანიით გვინდა ვაჩვენოთ, რომ გოლფი ხელმისაცვდომია. ვცდილობთ, მოვიზიდოთ ახალგაზრდობა , რომელსაც აქვს საშუალო და საშუალოზე მაღალი შემოსავალი. კომუნიკაციის ასეთი ფორმა იმიტომ ავირჩიეთ, რომ სწორედ ეს არის "შოკური თერაპია", თუ რატომ ლაპარაკობს გოლფი ასეთი ენით. ეს აღუძრავს ადამიანებს ინტერესს და სურვილს რომ ეწვიონ გოლფის მოედანს. ვინც აქ ერთხელ მაინც მოხვდება ის აუცილებლად დაბრუნდება. მიზანიც ეს არის. შემდგომი წინსვლის სტრატეგიაზე უკვე ვმუშაობთ, რაც მალე გახდება ცნობილი“, - აღნიშნა მარკეტინგის განყოფილების უფროსმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა