პარლამენტი ინიციატივას განიხილავს, რომლის მიხედვითაც, საქართველოს რუკის დამახინჯება სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება

პარლამენტმა დეპუტატ ირაკლი სესიაშვილის საკანონმდებლო ინიციატივა განიხილა, რომლის მიხედვით, საქართველოს რუკის დამახინჯება სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება.

„ეს არის პროპაგანდის ნაწილი და ჩვენ ამ პროპაგანდას უნდა შევეწინააღმდეგოთ. წარმოდგენილი პროექტით დასჯადი ხდება საქართველოს რუკის დამახინჯებული ფორმით დაბეჭდვა, გავრცელება, ელექტრონული ფორმით წარმოდგენა, სხვადასხვა ნივთებზე გამოხატვა და ა.შ. პროექტის მიზანია, რომ პრევენციულად მოვახდინოთ გავლენა იმ არასწორ პროცესზე, რომ ასეთი სახით არ მოხდეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის დამახინჯება და პროპაგანდას ადეკვატური ქმედებებით დავუპირისპირდეთ. ყველამ უნდა იცოდეს, რომ ასეთი ქმედება, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, დასჯადი იქნება“, - განაცხადა პარლამენტის წევრმა ირაკლი სესიაშვილმა.

სისხლის სამართლის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის მიხედვით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის დარღვევის ამსახველი ელექტრონული რუკის ან მისი ნაბეჭდი გამოცემის, აგრეთვე ასეთი გამოსახულების შემცველი სხვა საგნის დამზადება, წარმოება, რეკლამირება, გამოყენება, საქართველოში შემოტანა, გადაზიდვა, საქართველოდან გატანა, რეალიზაცია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შესახებ არასწორი ინფორმაციის გავრცელების მიზნით - ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე. აღნიშნული ქმედებისათვის იურიდიული პირი ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით დაისჯება.

საკითხი დღეს პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილეს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა