უდიდესი ჩინური კომპანია ZPMC ანაკლიის პორტს ამწეებით მოამარაგებს

ანაკლიის განვითარების კონსორციუმსა და ZPMC-ს შორის ამწეების თაობაზე ხელმოწერის ცერემონია გაიმართა. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა და კომპანია ZPMC-ის ვიცე-პრეზიდენტმა ლიუ ქიზონგმა მოაწერეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ანაკლიის განვითარების კონსორციუმიდან აცნობეს, უდიდესი ჩინური კომპანია ZPMC ანაკლიის პორტს eRTG ტიპის ამწეებით მოამარაგებს. eRTG ტიპის ამწეები პორტის ტერიტორიაზე კონტეინერების გადასაადგილებლად და დასასაწყობებლად გამოიყენება და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ ამ ეტაპზე ZPMC-გან 12 ერთეულ ამწეს შეისყიდის. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ ZPMC გამარჯვებულ კომპანიად საერთაშორისო ტენდერის შედეგად გამოავლინა. ტენდერი რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და მას, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ერთად კონსორციუმის პარტნიორი კომპანიები - საკონტეინერო ტერმინალის ოპერატორი SSA Marine და დეტალური პროექტის ავტორი BergerABAM უძღვებოდნენ. ტენდერში დიდი საერთაშორისო, მათ შორის, ევროპული კომპანიები მონაწილეობდნენ, ხოლო საფინალო ეტაპზე სამი წამყვანი კომპანია გავიდა.

ZPMC მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიაა, რომელიც რთული პირობებისთვის განკუთვნილ მძიმე ტექნიკას აწარმოებს, მათ შორისაა დიდი მოცულობის საკონტეინერო და ნაყარი ტვირთის გადამზიდავი ტექნიკა, საზღვაო და სხვა ტიპის მძიმე ტექნიკა. კომპანია, ასევე, მოწინავეა მსოფლიოში თანამედროვე ტექნოლოგიებისა და საზღვაო ტექნიკის მაღალი სტანდარტებით წარმოებაში.

კომპანიის მფლობელობაშია 60,000 დან 100,000 ტონის სიმძლავრის 26 გემი, რომლებიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით გადაადგილდებიან. ZPMC-ის ცენტრალური ოფისი შანხაიში მდებარეობს და კომპანია შანხაის საფონდო ბირჟაზე კვოტირებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა