ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ბავშვთა ნახატების კონკურსს აცხადებს

საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 101 წლისთავთან დაკავშირებით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ბავშვთა ნახატების კონკურსს: „აფხაზეთი და სამაჩაბლო ჩემი სამშობლოა’’ აცხადებს, რომელშიც მონაწილეობას ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანთა 5-დან 17 წლამდე შვილები და შვილიშვილები მიიღებენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურიდან აცნობეს.მათივე ინფორმაციით, ძალიან მნიშვნელოვანია, ამ კონკურსში აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან დევნილი ბავშვების მონაწილეობა.

კონკურსი 25 მაისამდე გაგრძელდება. საუკეთესო ნამუშევრებს კი კომპეტენტური ჟიური გამოავლენს, რომლის თავმჯდომარე, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანი, მხატვარი გიგა არველაძე იქნება. სამსახურის გადაწყვეტილებით, გამარჯვებული ნახატები ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ გამოცემულ საგანგებო კატალოგში განთავსდება და სამსახურის მუდმივმოქმედ ექსპოზიციაზე გამოიფინება.

კონკურსში მონაწილეობის მიღება, ავტომატურად გულისხმობს ავტორთა თანხმობას, მათი ნამუშევრების სამსახურის კატალოგში გამოყენების თაობაზე, ნახატის ავტორის სახელის, გვარისა და ასაკის მითითებით. კონკურსანტებმა, ნახატებთან ერთად, უნდა წარმოადგინონ დაბადებისა და ვეტერანი მამის ან ბაბუის ვეტერანის მოწმობების ასლები, საკონტაქტო ტელეფონის ნომრები.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებს, საკუთარი ნამუშევრების გაგზავნა შეუძლიათ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: info@veterans.gov.ge ან ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ოფიციალურ facebook გვერდზე: https://www.facebook.com/veteranebi/?ref=bookmarks

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, კონკურსში გამარჯვებულმა ავტორებმა, შემდგომში ნახატების ორიგინალები ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში უნდა წარადგინონ. მისამართი: თბილისი, ვახტანგ გორგასლის მეორე შესახვევი 12ა. დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, დაუკავშირდით სამსახურის ცხელ ხაზს: 2 48 16 26

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო