ლევან ბოძაშვილი - პრეზიდენტმა მოსამართლეების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით ვეტოს უფლება უნდა გამოიყენოს

ვენეციის კომისიის ყოფილი წევრის, კონსტიტუციონალისტ ლევან ბოძაშვილის აზრით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის წესთან დაკავშირებით მმართველი გუნდის მიერ მომზადებულ კანონპროექტს, რომელიც პარლამენტმა დღეს მესამე მოსმენით მიიღო, პრეზიდენტმა ვეტო უნდა დაადოს.

ბოძაშვილი აღნიშნულის მიზეზად რამდენიმე გარემოებას ასახელებს.

„მიმაჩნია, რომ პრეზიდენტმა მიღებულ კანონპროექტთან დაკავშირებით უნდა გამოიყენოს ვეტოს უფლება. ეს არ არის ის მომენტი, როდესაც საქმე ეხება "ვეტომდებლობას".

მიზეზები:

1. კანონპროექტი მხოლოდ კოსმეტიკურად ითვალისწინებს მთელი საერთაშორისო თანამეგობრობისა და პარტნიორების რეკომენდაციებს;

2. კანონპროექტი არ ახდენს რეალურ სისტემურ ცვლილებას და არსებითად არ ცვლის იმ შედეგსა და მიზეზს, რის გამოც სასამართლოს მიმართ არის ლეგიტიმური უნდობლობა.

3. ვეტოს (მოტივირებული შენიშვნების) შემთხვევაში პრეზიდენტს აქვს შანსი მოახდინოს პარტიული კუთვნილებიდან დისტანცირება და ნეიტრალურ არბიტრად წარმოჩენა;

4. ვეტოს შემთხვევაში შესაძლებელია კანონპროექტის გაუმჯობესება;

5. პრეზიდენტი ვალდებულია იზრუნოს ინსტიტუტების განვითარებაზე და მომდევნო 6 წლის განმავლობაში სულ რომ არც ერთ პროექტს არ დაადოს ვეტო, ეს ვეტო არის გადამწყვეტი თავისი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობით“, - აცხადებს ბოძაშვილი.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო