GWP ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩებზე წყალმომარაგების სისტემას სრულად გაანახლებს

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ 2019 წლის კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი დაიწყო. გლდანის რაიონში, ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩების რეაბილიტაციის ფარგლებში, კომპანია წყალმომარაგების და წყალარინების 6.5 კმ-ზე მეტი სიგრძის ქსელს შეცვლის. აღნიშნულ პროექტში “ჯივიპი” 3 მლნ ლარზე მეტ ინვესტიციას ახორციელებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერიდან” აცნობეს.

პროექტის ფარგლებში,განახლებულ სისტემაზე თანამედროვე ინფრასტრუქტურული ელემენტები, ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები, სახანძრო ჰიდრანტები და საკვანძო ჭები მოეწყობა.

ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩებზე წყალმომარაგების სისტემაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები 2.5 თვე გაგრძელდება. სამუშაოების დასრულების შემდეგ, თბილისის მერია გზის მოწესრიგებას დაიწყებს და ასფალტის ახალ საფარს დააგებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა